- Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB) და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოსExecutive MBA პროგრამებს შორის 62-ე ადგილს იკავებს.
- კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა QS მსოფლიო უნივერსიტეტების 2018 წლის რეიტინგის მიხედვით 28- ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია რომ გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა არის სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი (AACSB, EQUIS, AMBA). ხოლო ბიზნესის სკოლა კი წარმოადგენს საქართველოში მის ერთ-ერთ გარე კამპუსს.
- კავკასიის ბიზნესის სკოლა დასახელდა საუკეთესოდ კავკასიის რეგიონში და მიენიჭა პირველი ადგილი ედუნივერსალის მიერ 2011-2017 წლებში.
- კავკასიის უნივერსიტეტის 8 სამაგისტრო პროგრამა დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ედუნივერსალის სამაგისტრო პროგრამების რეიტინგში 2013-2017 წლებში.
- 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტის 5 სამაგისტრო პროგრამა დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ედუნივერსალის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით ეს პროგრამებია:
1.MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა;
2.MSc in Management მეცნიერების მაგისტრი მენეჯმენტში;
3.Grenoble MBA - გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი;
4.Strategic Communication (PR) - სტრატეგიული კომუნიკაციის (პიარი) მაგისტრი;
5.Master of Public Healthcare - ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი.