CU კამპუსი

კავკასიის უნივერსიტეტმა 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო. 

 

კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ კავკასიაში.

 

შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს; აქ 1911-1924 წლებში სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. 2005 წლიდან იგი კავკასიის უნივერსიტეტის საკუთრებაა. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისტორიულ ძეგლს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა იერსახე; რესტავრაცია ჩაუტარდა ყოფილი სემინარიის ყველა იმ ნაწილს, რომლთა აღდგენაც შესაძლებელი იყო.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი