კავკასიის უნივერსიტეტმა 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო.
კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ კავკასიაში.
შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს; აქ 1911-1924 წლებში სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. 2005 წლიდან იგი კავკასიის უნივერსიტეტის საკუთრებაა. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისტორიულ ძეგლს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა იერსახე; რესტავრაცია ჩაუტარდა ყოფილი სემინარიის ყველა იმ ნაწილს, რომლთა აღდგენაც შესაძლებელი იყო.
კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი