ტექნოლოგიების სკოლა

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის (CST) ისტორია იწყება 2008 წელს და მისი მისიაა დარგის უახლესი მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი  სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სფეროს თეორიული ცოდნა და კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

 

ამ ყველაფრის მისაღწევად სკოლა ქმნის კომფორტულ სასწავლო გარემოს, ნერგავს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდოლოგიებს, ავითარებს დარგის შესაბამის პროგრამებს, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.

 

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროგრამების შემუშავებისას გათვალისწინებულია პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და პროფესორების რეკომენდაციები.

 

ამჟამად, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ხორციელდება ნოვატორული მიდგომით შექმნილი სამი საბაკალავრო პროგრამა:

 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერია
  • არქიტექტურა

 

და სამაგისტრო პროგრამა:

 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი.

 

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა ინფორმაციული უსაფრთხოების,  ტელეკომუნიკაციის და მიკროელექტრონიკის მიმართულებებით.

 

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ შემოგთავაზოთ ახალი, თქვენთვის საინტერესო პროგრამები და შეგიქმნათ სწავლისათვის საჭირო კომფორტული პირობები.