შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დასაფინანსებულ 111 პროექტს შორის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი პროექტი მე-19 ადგილზეა.
სიახლეები
თებ
კვანტური ლაბორატორიის გახსნა კავკასიის უნივერსიტეტში
27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიხსნა საქართველოში პირველი კვანტური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კვანტური ტექნოლოგიისა და კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის განვითარებას.
თებ
Erasmus+ პროექტის „SECURE” კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა
26-29 იანვარს, ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ პროექტის „SECURE” კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დელეგაციამ, როგორც პროექტის წამყვანმა უნივერსიტეტმა საქართველოდან.
იან
კომპიუტერული მეცნიერების 3-წლიანმა ერთობლივმა საბაკალავრო პროგრამამ უპირობო აკრედიტაცია მიიღო
კომპიუტერული მეცნიერების 3-წლიანმა ერთობლივმა საბაკალავრო პროგრამამ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს, მიიღო უპირობო 7 წლიანი აკრედიტაცია.
იან
კიბერუსაფრთხოების 3-წლიანმა ერთობლივმა საბაკალავრო პროგრამამ უპირობო აკრედიტაცია მიიღო
კიბერუსაფრთხოების 3-წლიანმა ერთობლივმა საბაკალავრო პროგრამამ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს, უპირობო 7 წლიანი აკრედიტაცია მიიღო.
დეკ
ლოგიკური თამაშების ლიგა - დაჯილდოება
26 დეკემბერს, ლოგიკური თამაშების საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები.
დეკ
ლოგიკური თამაშების ლიგა - აპელაციის შემდგომი შედეგები
20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში კონკურსი - ლოგიკური თამაშების ლიგა - ჩატარდა.
დეკ
CU-ისა და TH Wildau-ის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გერმანიაში იმყოფებიან
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ, TH Wildau-ის უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის მეორე სასწავლო წელს გერმანიაში აგრძელებენ.
დეკ
ლოგიკური თამაშების ლიგის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები
20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში კონკურსი - ლოგიკური თამაშების ლიგა - ჩატარდა.
დეკ
CST-ის პროგრამებს უპირობო აკრედიტაცია მიენიჭათ
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ახალ სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს უპირობო აკრედიტაცია მიენიჭათ სტანდარტის სრული შესაბამისობით.
