კავკასიის მედიცინის სკოლა

კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა 2012 წელს დაარსდა, როგორც ჯანდაცვის სკოლა, ხოლო 2013 წლის დეკემბრიდან სკოლის გაფართოებისა და პროგრამების დამატების შემდეგ სკოლამ შეიცვალა სახელი. 2018 წელს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლები გაიყო და შეიქმნა მედიცინისა და ჯანდაცვის მენჯმენტის სკოლა.

 

კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის მისია, საქართველოში ჯანდაცვის სისტემების მართვის თანამედროვე მიდგომების და ღირებულებების დანერგვაა, დღეს საქართველოში ამ მიმართულებით არასახარბიელო გარემოა.

 

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი სკოლის ჯანდაცვის მიმართულების ამოცანაა:

 

  • ჯანმრთელობის მართვის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მენეჯერების და ლიდერების მომზადება
  • ჯანდაცვის სისტემების მართვის ახალი ტექნოლოგიების სწავლება