ტურიზმის სკოლა

ყველაზე, ახალი, ინოვაციური პროექტი თბილისსა და ბათუმში

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა,რომელიც დაფუძნდა 2012 წელს, მსურველებს სთავაზობს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას.
 
მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებამ და მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებმა  ტურიზმზე მოთხოვნა ყველაზე მასობრივი და დინამიური გახადა.

ტურიზმის სფეროში განათლების ერთიანი კონცეფციის არარსებობის გამო სწავლების დონე ვერ პასუხობს დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნებს, ამიტომ კავკასიის უნივერსიტეტმა შექმნა კავკასიის ტურიზმის სკოლა, რომლის მიზანია მოამზადოს მენეჯერები ტურიზმის სფეროში.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ:
  • ტურიზმის მენეჯმენტის და სასტუმროების მართვა
  • ტურისტული ინფორმაციისგამოყენება მართვის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი, რეპორტირება, ფასების დონის ცვალებადობა 
  • მიმდინარე აქტივებისა და ვალდებულებების, არამატერიული აქტივების და საკუთრების, შენობებისა და დანადგარების შეფასება
  • ბიზნესსაქმიანობის ანგარიშგება 
  • ფინანსური აღრიცხვიანობის და ფინანსური უწყისების შექმნა და ანალიზი
  • ბიზნესში ვალებისა და საწესდებო კაპიტალის დაფინანსება
  • შემოსავლის განსაზღვრა

სწავლების მეთოდი
სწავლების მეთოდი მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკასა და სასწავლო ტურების განხორციელებას.