სახელმწიფო მართვის სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა დაარსდა 2009 წელს.
 
სკოლის მიზანია თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალი საჯარო მოხელეების, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისა და დიპლომატების აღზრდა; ქვეყანაში სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში პროფესიონალიზმისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ამ მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულია: 
  • სასწავლო პროცესში მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჩართვა, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან
  • კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარება, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაეცნონ და კავშირი დაამყარონ საჯარო სექტორში ჩართულ პრაქტიკოსებთან
  • სავალდებულო სასწავლო პრაქტიკების ჩართვა კურიკულუმში, რაც მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალებას მისცემს სტუდენტებს
  • კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ორგანიზება
  • საზაფხულო და ზამთრის სკოლების ჩატარება, რომლებიც დამატებით გამოცდილებას შესძენს სტუდენტებს.

უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტები უზრუნველყოფილები იქნებიან:
  • ინდივიდუალური მხარდაჭერით პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან
  • დახმარებით სამუშაოს ძიებაში
  • ხელშეწყობით პროფესიული კავშირების დასამყარებლად
  • კონსულტაციებით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სასურველ პირობებს ქმნის ახალგაზრდების პიროვნული, პროფესიული და კარიერული ზრდისთვის.