ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ინსტიტუციური და კვლევითი პროექტების განვითარებაა.  

 

დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით, დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ფონდებთან, სააგენტოებთან და ცენტრებთან.

 

დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ ქსელებსა და ერთობლივ პროექტებში.

 

დეპარტამენტი ეხმარება უნივერსიტეტის აკედემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს და სტუდენტებს, სხვადასხვა ინსტიტუციური და კვლევითი პროექტებისათვის ფონდების მოძიებაში, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარებაში, საპროექტო წინადადებების წერაში, ადმინისტრირების პროცესსა და განხორციელებაში.

 

დაინტერესბეულმა პირებმა საგრანტო წინადადებები განსახილველად უნდა წარუდგინონ საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტს.