CU ბათუმის კამპუსი

CU ბათუმის კამპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო.

 

შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საცურაო აუზით. აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც.

 

პროექტზე იმუშავა მულტიდისციპლინარულმა საპროექტო სტუდიამ “ქომ ჰაივი”, პროექტის არქიტექტურისა და დიზაინის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიტა ჭანჭალეიშვილი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანია “დომსონი”, რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ვადაქარიაა.

 

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის მშენებლობა 2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა. 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე გათვლილი სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება