დასაქმება

თემო მელიქიშვილი

მულტიმედია ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ფორმულა“

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, III კურსი 2020

  

ჩემი და კავკასიის მედიის სკოლის გზები 2017 წლის ოქტომბერში გადაიკვეთა. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ჟურნალისტიკის შესწავლა CSM-ში დავიწყე.

 

ამ პროფესიით ბავშვობიდან „შეპყრობილი“ ვიყავი და თუ სხვებს მუსიკა, სპორტი ან ვიდეოთამაშები აინტერესებდათ, მე ადრეული ასაკიდანვე სოციალურ-პოლიტიკური თოქ-შოუების ხშირი მაყურებელი ვიყავი. როდესაც აბიტურიენტობის რთული წელი იწყებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი აუცილებლად გავხდებოდი.

 

2017 წლიდან დღემდე იყო და ახლაც გრძელდება საინტერესო ლექციების სერია იმ თემებზე, რომლებიც ხელს მიწყობს პროფესიონალ ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში. აქ თითოეული ლექტორი პირველივე დღიდან აღგვიქვამდა არა მხოლოდ როგორც სტუდენტებს, არამედ როგორც მათ მეგობრებსა და კოლეგებს. ყოველი მათგანი მუდამ მზად იყო დამხმარებოდა, თუნდაც არასალექციო პერიოდში, რათა შემექმნა კარგი ჟურნალისტური ნამუშევარი. CSM ესაა ადგილი, სადაც სწავლა აუცილებლად ფასდება. მე პირადად ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლია კურსის რეიტინგში მოხვედრით, საკუთარი მიღწევებით, თავად დაიფინანსო სწავლა და უცხოეთში გაცვლითი პროგრამით გამგზავრების შეთავაზებაც მიიღო.

 

ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალისტიკა ძალიან მარტივი პროფესიაა, თუმცა ის “ექშენი”, ენერგია, ადრენალინი და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საქმეს ახლავს, ალბათ, მხოლოდ რამდენიმე პროფესიას თუ შეედრება. აქ ვისწავლე მთავარი: როგორ მოვამზადო კარგი რეპორტაჟი, სტატია თუ სიუჟეტი უმაღლეს ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაყრდნობით ისე, რომ აუდიტორიისთვის თვალებში ჩახედვის არასდროს შემრცხვეს.

 

მეორე კურსის ბოლოს, ნინო ჟიჟილაშვილის რეკომენდაციით ისეთ ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში მოვხვდი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ქართულ მედია ბაზარზე გარემოს ქმნის. ასე მოვხვდი “ნეტგაზეთში” და 3 თვის განმავლობაში უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვე.

 

მეორე კურსი გამორჩეული იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევით, რომელსაც, პროფესიონალთა შეფასებით, თავი კარგად გავართვით. ვახო სანაიას კურსის ფარგლებში ჩვენ, მეორე კურსის სტუდენტებმა სრულფასოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველები“ იმ ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემაზე - „თბილისი პრაიდზე“ მოვამზადეთ. იდეა თავიდან ცოტა გიჟურად ჟღერდა, თემის შეცვლასაც გვირჩევდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მომავალში ბევრ ჟურნალისტურ პროდუქტს გავაკეთებ, იმედია კარგს, თუმცა ამ გადაცემამ ჩემს მთელ ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. კავკასიის უნივერსიტეტში სწავლით, თითოეულ სტუდენტს პროფესიონალად ჩამოყალიბების უნიკალური შანსი ეძლევა.

 

უკვე დღეს, მე ქართულ მედია ბაზარზე ყველაზე გამორჩეული, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, „ფორმულა“ გუნდის წევრი ვარ. ვმუშაობ მულტიმედია ჟურნალისტად და ვქმნი ყველაზე თანამედროვე, ციფრული მედიის კონტენტს. ესეც კავკასიის მედიის სკოლაში მიღებული ცოდნის დამსახურებაა. მიხო კოტეტიშვილის ლექციებამდე, ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სამონტაჟო პროგრამებით ხარისხიან მულტიმედიურ ჟურნალისტურ პროდუქტებს შევქმნიდი. 

 

 

ცისია კირვალიძე

ჟურნალისტი, „ტაბულა“

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, III კურსი, 2020

 

 

ჟურნალისტი რომ უნდა ვყოფილიყავი, მანამ მქონდა გადაწყვეტილი, სანამ აბიტურიენტი გავხდებოდი. უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია - ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამოცდილებით ისიც ზუსტად ვიცოდი, სად უნდა მესწავლა. მიზნის შესრულებამდე ერთი ნაბიჯი მრჩებოდა - ეროვნული გამოცდები წარმატებით უნდა ჩამებარებინა.

 

პირველ მიზანს მივაღწიე - კავკასიის მედიის სკოლაში 100%-იანი გრანტით მოვხვდი, მივიღე უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც. 2 წელია რეიტინგში მე-2 ადგილს ვიკავებ, რის გამოც უნივერსიტეტი სწავლას დამატებით 50%-იანი გრანტით მიფინანსებს. საკუთარი მცირე გამოცდილებით აბიტურიენტებს ხშირად ვეუბნები, რომ შრომის შემთხვევაში მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, კავკასიის უნივერსიტეტი კი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც შრომას აფასებენ.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში, მრავალჯერ დავრწმუნდი იმაში რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. პროფესიონალები, რომელთაც მანამდე ეკრანებზე ვხედავდი, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. მიუხედავად იმისა, ონლაინ მედიას ავირჩევდი თუ ტელევიზიას, ვიცოდი, რომ მყარი საფუძველი მქონდა: მედიის სკოლის სტუდენტებს ჩვენივე სტუდიაში არაერთხელ მოგვიმზადებია სიუჟეტი, ჩაგვიწერია გადაცემა CSM-ის ონლიან რადიოსთვის და დაგვიწეროა სტატიები ჩვენ მიერ შექმნილი ჟურნალისთვის.

 

1 წელია ტაბულას ჟურნალისტი ვარ. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და უამრავი პრაქტიკული დავალება საკუთარი ადგილის პოვნაში მნიშვნელოვნად დამეხმარა. უნივერსიტეტის დამთავრებდე 1 წელი მრჩება, იმ მიზეზით, რომ ყოველი ჩემი დღე დატვირთულია, დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ამის გაანალიზება ხშირად მაშინებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ CSM-ისგან მაქსიმუმი მივიღე და ვიღებ - გამოცდილება, ხარისხიანი ცოდნა და ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალიან დიდხანს დარჩებიან ჩემს ცხოვრებაში.

          

 


ნუცა წერეთელი

PR და კომუნიკაცია

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

კავკასიის უნივერსიტეტი

კურსდამთავრებული, 2019

 

2015 წელს, უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როცა კავკასიის უნივერსიტეტში პირველად შევაბიჯე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მომავალში ეს ადგილი ჩემს ცხოვრებას რადიკალურად ამოაყირავებდა.

 

თავიდან თითქოს მარტივი იყო. მივხვდი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო მაინტერესებდა და არჩევანზე ბევრი არც მიფიქრია - ეროვნულ გამოცდებამდე,   განაცხადის პირველივე გრაფაში - 122 მოვხაზე და ბედი კავკასიის მედიის სკოლას დავუკავშირე. შემდეგ იყო ბევრი საინტერესო ლექცია, მეგობრები, “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამა, რეიტინგში მოხვედრა და უნივერსიტეტისგან დაფინანსებული სწავლა. ასე აღმოვჩნდი პიარისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველი გამოშვება.

 

უკვე დღეს, როდესაც CSM-ის კურსდამთავრებული მქვია, ვხვდები რამდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ის წლები, რაც CU-ში გავატარე.

 

,,CSM-ის ლექტორები  სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები არიან,’’ - ამ ფრაზას ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში ხშირად გაიგებთ.  მეც  (გარდა იმისა, რომ საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ საქმდებოდნენ ჩემი მეგობრები ამა თუ იმ კომპანიაში)   არაერთი შემოთავაზება მიმიღია  ლექტორებისგან, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, საკუთარ კოლეგებთან საკმაოდ წონიანი რეკომენდაცია გაგიწიონ.  მსგავს  შემოთავაზებებზე უარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზის გამო ვთქვი, თუმცა, მალევე (მე-4 კურსზე)  მივხვდი, რომ დრო იყო, ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება დამეგროვებინა და  ისევ კავკასიის უნივერსიტეტს მივაკითხე. ჩემი დამსაქმებელიც სწორედ ის უნივერსიტეტი გახდა, რომელსაც თავის დროზე საკუთარი მომავალი ვანდე.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა საშუალება და შანსი მუშაობა იმ მიმართულებით  გამეგრძელებინა, რის სწავლასაც CSM-ში გატარებული დრო დავუთმე. ასე აღმოვჩნდი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

 

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა მუშაობ იმ უნივერსიტეტისთვის, რომელმაც შენ საოცარი წლები გაჩუქა, რომელმაც მეგობრები და ახლა უკვე კოლეგებიც შეგძინა.


მიშო გოგუაძე

ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“

IV კურსი, 2019

 

ბევრჯერ მიფიქრია, როდის შევიყვარე ჟურნალისტიკა ასე  სიგიჟემდე. ეს დიდი ხნის წინ, ღრმა ბავშვობაში, იყო. მაშინ „დროებასა“ და „პ.ს.“-ში მუშაობაზე  ვოცნებობდი.  მხოლოდ ოცნება რომ არ იყო საკმარისი, ეს კარგად ვიცოდი, ამიტომაც მეცხრე კლასში აქტიურად დავიწყე უნივერსიტეტების ძიება და ვიპოვე კავკასიის მედიის სკოლა. აქედან იწყება ყველაფერი.

 

პირველი მცდელობა, კავკასიის მედიის სკოლაში ჩაბარების, წარუმატებელი იყო, გრანტი ვერ მოვიპოვე, ამიტომაც მომიწია  არჩევანის გაკეთება და სოციოლოგიის სწავლა, თუმცა  ზუსტად ვიცოდი, რომ მედიის  სკოლის სტუდენტი უნდა გავმხდარიყავი და წლის ბოლოს თავიდან ჩავაბარე ეროვნული გამოცდა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ უთქვამთ, „ნეტა შენ, მეტი საქმე  რომ არ გაქვს“, „სხვა რამე ისწავლე  და ჟურნალისტობას  ისედაც შეძლებ“, ზოგს საერთოდაც არ სჯეროდა დაფინანსებას რომ მოვიპოვებდი  და  ოცნების ახდენას შევძლებდი. იმავე  წლის 5 აგვისტოს კი მინდოდა  ქუჩაში გამოვსულიყავი და მეყვირა, ხომ ვამბობდი შევძლებ-მეთქი, როგორც ქართულ ფილმში - „შერეკილებში“ – „ხომ ვამბობდი მაინც გაფრინდებიანო“, ხოდა მეც  დავიწყე ფრენა ფრთების გარეშე.

 

არ იყო მარტივი პირველი კურსი, თუმცა  ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სახელმწიფო გრანტი საკმარისი არ იყო ჩემი სწავლის საფასურის  დასაფარად. პირველი კურსის ბოლოს საბაკალავრო პროგრამების  ხელმძღვანელმა, სალომე მათიაშვილმა, დამირეკა და მითხრა, რომ რეიტინგში პირველი ვიყავი, რაც იმას  ნიშნავდა, რომ შემდეგ წელს არცერთი თეთრის  გადახდა  არ მომიწევდა. მეორე კურსის ბოლოს იყო, მეორე  ზარი. ჩემმა დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა, მითხრა რომ რეიტინგში პირველი ვიყავი და კონკურსის გარეშე “Erasmus+” პროგრამით სტამბოლში, თურქეთის  საუკეთესო უნივერსიტეტში ვისწავლიდი დაფინანსებით. მოლოდინს ნანახმა გადააჭარბა. მალევე გავიაზრე, რომ საქართველოს საუკეთესო უნივერისტეტიდან მეზობელი ქვეყნის ასევე, საუკეთესო - კოჩის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. უცხო ქვეყანა, სწავლის მაღალი დონე და  დამოუკიდებლად ცხოვრებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ეს  იყო საუკეთესო სემესტრი. კოჩის უნივერსიტეტში სწავლისას  მივხვდი, რა ტკბილია ბიბლიოთეკაში, თუნდაც 15 წუთით ძილი, ძალიან ბევრი სწავლა, კითხვა და წერა. გაცვლითი პროგრამის შემდეგ, მესამე კურსის ბოლოსაც  მივიღე მეილი - „მიშო, შენ რიტინგში პირველი ხარ,   100%-იანი შიდა გრანტი მოიპოვე,“ - კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სწორედ იქ ვიყავი, სადაც ნამდვილად  ფასდება სწავლა.

 

როცა კავკასიის მედიის სკოლაზე  ვსაუბრობ, სულ ვეკითხები საკუთარ თავს - რა მომცა კავკასიის მედიის სკოლამ? - ამ კითხვაზე კი ძალიან მარტივი პასუხი მაქვს -  ადამიანები - უსაყვარლეს პროფესიაში ყველაზე  მაგარი პროფესიონალები, ყველაზე მაგარი ჟურნალისტები, პროდიუსერები, მედია ექსპერტები, სამართალმცოდნეები, პოლიტიკოსები ა.შ.

 

საუნივერსიტეტო დონეზე აქტიურად მიწევდა ჩემს კურსელებთან ერთად სხვადასხვა პრაქტიკული დავალების გაკეთება. რამდენჯერმე საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემის  მთავარი პროდიუსერიც ვიყავი. ამ ყველაფერს კი სტუდენტები, ჩვენი ძალიან მაგარი ლექტორების დახმარებით ვაკეთებდით.

 

სწავლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონდა  ჩემი ლექტორებისგან, თუმცა მთავარი მიზანი ამ წლების განმავლობაში დაფინანსების მოპოვება იყო, ამიტომ სულ უარს  ვამბობდი. მესამე კურსის ბოლოს კი, როცა მეოთხე კურსის დაფინანსებაც გარანტირებული მქონდა დავიწყე სტაჟირებაზე ფიქრი. საკუთარ თავთან ერთადერთი მოთხოვნა მქონდა - სტაჟირება ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე უნდა  დამეწყო.  რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რუსთავი 2-ს მივადექი, გასაუბრების შემდეგ საინფორმაციო სამსახურის  უფროსმა მითხრა, რომ იმავე  დღის 5 საათზე  სამსახურში უნდა  ვყოფილიყავი. ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში  ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექი, ისევ უძილო ღამეები, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ სასიამოვნოდ  დაღლილი ვიყავი და ის, რასაც ვაკეთებდი სასიამოვნო იყო. მერე იყო წამოსვლა....

 

ახლა კი ვარ იქ, სადაც ხდება მთავარი. ყოველდღიურად ვმუშაობ საზოგადოების ინფორმირებისთვის. ოცნებაც ამიხდა და Post Factum-ში ჩემი სიუჟეტიც გავიდა. აქტიურად ვმუშაობ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აქაც არის ის, რომ კავკასიის მედიის სკოლაში მიღებული ცოდნა, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული, მაძლევს საშუალებას, ვიყო მუდამ ფორმაში, მენდობოდნენ და ჩემი იმედი ჰქონდეთ.

 

და თუ კიდევ მკითხავს ვინმე, რა მოგცა მედიის სკოლამ, ვიტყვი,  მთავარი ადამიანები და ყველაზე მთავარი, ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციის  საშუალება.


სოფო გოზალიშვილი

ჟურნალისტი, ტელეკომპანია "იმედი"

CSM-ის კურსდამთავრებული

2019 წელი

 

მეათე კლასში ვიყავი, როცა CSM-ის საიმიჯო რგოლი ვნახე და ფრაზა: ,,ეს გუნდი კავკასიის მედიის სკოლას ქმნის’’, განსაკუთრებით დამამახსოვრდა. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სწორედ მედიის სკოლის ლექტორების გამო გადავწყვიტე მესწავლა იქ, სადაც ბევრ სირთულესთან გამკლავება დამჭირდებოდა.  

 

სწავლის დაწყებიდან  ზუსტად ერთ კვირაში დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჰო, აბა წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია, ამდენი პროფესიონალი ცოდნას დაუზარებლად რომ გიზიარებს, მეგობრობის ხელს გიწვდის და თავისუფლად ფიქრს გასწავლის. 

 

სწავლის დაწყებიდან ზუსტად 1 წელში  ჩემი დეკანის მეილი მივიღე: ,,სოფო, გილოცავ!  რეიტინგში ხარ პირველი და მეორე კურსზე შენ მიიღე 100%-იანი დაფინანსება’’. იგივე გამეორდა მეორე კურსის ბოლოს, თუმცა, ამჯერად იმასაც მატყობინებდნენ, რომ მესამე კურსის პირველ სემესტრს ვილნიუსში, სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით გავივლიდი. ასე იყო თუ ისე, გაცვლითი პროგრამის გამოწვევებსაც გავუმკლავდი და ბოლო, მეოთხე კურსზეც 100%-იანი დაფინანსებით ვისწავლე.

 

განვლილ ოთხ წელზე დღეს ხშირად ვფიქრობ. საოცარი გრძნობაა, როცა მიზნამდე მისასვლელი გზიდან გადახვევა არ გიწევს და როცა მეათე კლასში მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ყოველ დღე უფრო და უფრო რწმუნდები. დასაწყისში  ჩემს ლექტორებზე გიყვებოდით და ალბათ, მათზე საუბარს გვერდს ვერცერთ აბზაცში ავუვლი, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ამ ოთხ წელში, მიკროფონის ხელში დაჭერიდან სიუჟეტის გადაღებამდე, ყველაფერი გვასწავლეს და რომლებიც ჩვენს დასაქმებაში დღემდე უდიდეს როლს თამაშობენ. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.

 

რამდენიმე თვის წინ პირველი პირდაპირი ეთერი უნდა მქონოდა. ნერვიულობისგან ღამე ვერ ვიძინებდი. უცებ გამახსენდა 2014 წლის 4 ოქტომბერი, შაბათი დღე და პრეზენტაცია მედია მონიტორინგში, რომელსაც ჩემი დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი გვასწავლიდა. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა ,,ფართომასშტაბიანი’’ (30-კაციანი) აუდიტორიის წინაშე და კარგად მახსოვს, როგორ ვღელავდი. თუმცა, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და ასეც მოხდა. ამ რამდენიმე თვის წინ კი, როცა 30-კაციანი აუდიტორია, ათიათასობით მაყურებელმა ჩაანაცვლა, ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ თუ მაშინ გამომივიდა, ახლაც გამომივიდოდა. მართალი აღმოვჩნდი.

 

ძნელია ყველაფერი, რისი თქმაც CSM-ზე მინდა, ამ ერთ გვერდზე ჩავატიო. ფაქტი ერთია, კავკასიის მედიის სკოლამ მე იმაზე უკეთესი ადამიანი გამხადა, ვიდრე აქამდე ვიყავი და ვფიქრობ, მთავარი ეს არის. წლების შემდეგ კი, როცა უკან მოვიხედავ და ამ ოთხ წელს გავიხსენებ, ისევ ისე შემშურდება იმ ადამიანების, ვისაც ჩემი ლექტორების პირველად მოსმენის ბედნიერება წინ ექნება, როგორც დღეს. ან იქნებ უფრო მეტადაც.


თამთა ჩიტიშვილი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2", ჟურნალისტი

კურსდამთავრებული

2019 წელი

 

შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოვრების ყველა ეტაპი თავისებურ გამოცდილებას გვაძლევს და გვზრდის, თუმცა მე სწორედ იმ მნიშვნელოვან პერიოდზე მინდა ვისაუბრო, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. ეს ზუსტად ის დროა, როცა აბიტურიენტობისას მარტო გადავედი საცხოვრებლად და უნივერსიტეტის შერჩევა დავიწყე. ვეძებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ არჩევანით ჩემი მომავალი წყდებოდა.

 

ბევრი ფიქრის შემდეგ კავკასიის მედია სკოლა ავარჩიე. სწავლის საფასური რომ გავიგე, ოჯახს "შევაპარე". მშობლებმა მითხრეს, რომ იქ სწავლა მარტივი არ იყო. დავპირდი, რომ ოღონდ დამხმარებოდნენ და არცერთ საგანში პრობლემას არ შევიქმნიდი. პირობა შევასრულე.

 

დღეს ცოტა თვითკმაყოფილების შეგრძნებაც მაქვს, დიდი ხნის წინ სწორი არჩევანი რომ გავაკეთე. პირველი დღეც კარგად მახსოვს და დეკანის პირველი ფრაზაც, რომ ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი მთავარი რამ ამბის გადამოწმებაა. ეს ახლაც ხშირად მახსენდება, როცა გადაღებაზე ვარ.

 

ჟურნალისტიკას მხოლოდ თეორიულად რომ ვერ ისწავლი და ბევრი პრაქტიკა რომ სჭირდება, ესეც ყველამ ვიცით. ჩემს უნივერსიტეტში სწორედ ეს მომწონდა: სიუჟეტებისა და რეპორტაჟების კეთება, სუფლიორთან მუშაობა, ტექსტების წერა, გადაღებები, მონტაჟი და ბევრი სხვა რამ. 2 წლის წინ, ამ ცოდნით მოვედი "რუსთავი 2"-ში და საკუთარი თავის რეალიზება ჩემი გამოცდილებით უფრო გამიმარტივდა.

 

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო და თავიდან მქონდეს არჩევანის საშუალება, რა თქმა უნდა, ისევ კავკასიის მედია სკოლას ავირჩევდი, თუმცა გული მწყდება იმაზე, რომ 4 წელი მაქსიმალურად არ გამოვიყენე. ვფიქრობ, უფრო მეტის სწავლა შემეძლო. თუნდაც, გაცვლითი პროგრამებითა და იმ ტრენინგებით, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი მთავაზობდა. 

 

გარდა იმისა, რაც უკვე მოგიყევით, CSM-მა საშუალება მომცა შევხვედროდი არაჩვეულებრივ და თავის სფეროში წარმატებულ ადამიანებს. ვისწავლე ის, რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი; რომ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავისა და საკუთარი წარმატების. 


თამთა ბარძემიშვილი

"Adjara Production", სეგმენტ-პროდიუსერი

IV კურსი

2018 წელი

თქვენ ახლა კითხვას იწყებთ და ალბათ გგონიათ, რომ საქმე მორიგ „დაკვეთილ“ პოსტთან გაქვთ. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე, როცა ამგვარ პოსტებს წერენ - აუცილებელია ყველაფერი კარგი ილაპარაკონ. ჩემს შემთხვევაში  ყველაფერი მარტივად და სხვაგვარდაა. ახლა მთავარია დამითმოთ ხუთიოდე წუთი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ ყველაფრის რასაც მოგიყვებით.

 

მე საშუალო ფენის ოჯახში დავიბადე. ყოველთვის რჩებოდა ვიტრინებში ისეთი რაღაცეები, რისი ყიდვისთვისაც ფული არასოდეს მყოფნიდა. მე-12 კლასში რომ გადავედი და ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ჩემი არჩევანი გადამწყვეტი და გარდამტეხი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. პრინციპში, ასეც მოხდა. მაშინ, როცა დედას გავუმხილე, რომ ჩემი სწავლა 20000 ლარზე მეტი დაჯდებოდა, დედამაც ისევე გადაითვალა ნულები, როგორც ახლა თქვენ, მაგრამ დღეს მეოთხე კურსზე ვარ, 1 კვირაში უნივერსიტეტს ვამთავრებ და როცა მე და დედა ზაფხულის ცხელ დღეებში ცივ ყავას გემრიელად შევექცევით, ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ეს ბევრნულიანი ციფრი ერთადერთი ყველაზე სწორად დახარჯული თანხა იყო ჩვენს ცხოვრებაში.


მე არ მოგიყვებით იმას, რომ არაერთი სტაჟირების პროგრამაში ჩავერთე და ახლაც კავკასიის უნივერსიტეტის ხელშეწყობით ვმუშაობ, ეს პოსტი ამისთვის არ არის. მე მოგიყვებით, როგორია იყო იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვნოთ საკუთარი თავი.

 

მე კავკასიის უნივერსიტეტში 2014 წელს ჩავაბარე, თუმცა როცა არ უნდა მოხვდეთ ამ სივრცეში, ყველა ფაკულტეტზე გაიგებთ, რომ ჯერ კიდევ გეპეის კორპუსში არსებობდა საოცარი ლიფტი, რომლითაც ერთდროულად კავკასიის უნივერსიტეტის რომელიმე სართულზე მოხვდებოდით და ამასთან, ამ ლიფტში შეძლებდით შეგეძინათ რვეულები, კალმები ან უბრალოდ „პლიტით“ გამთბარიყავით 90-იანების სუსხიან ზამთარში. ეს ყველაფერი ჩვენ გადმოცემით ვიცით. მერე იყო ჯიქიას ქუჩა, თუმცა ეს მისამარათი მგონი აღარც არავის ახსოვს, მას შემდეგ, რაც ერთ დღესაც გასაოცარი კამპუსის კედლებში აღმოვჩნდით.

 

პირველად, როცა ამ შენობაში შევაბიჯე ფეხი, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ეს შენობა YouTube-ში ნანახ ვიდეობს ჰგავდა, რომელიღაც ამერიკული, ფრანგული სასწავლებლიდან, ყველა ყავით და ლეპტოპით ხელში რომ დადის. დროდადრო ამ კედლებში ისეთი ადამიანები მხვდებოდნენ, რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში მყავდნენ ნანახი. მერე ისინი ჩემი ლექტორები და ჩემი მეგობრები გახდნენ. აქ ყოველთვის ნამდვილი, ჯანსაღი ურთიერთობები ჰქონდათ ადამიანებს. აქ შეგვეძლო გვესაუბრა ისეთ თემებზე, რომ 3 საათიანი ლექციის შემდეგ ლექტორისთვის „კიდევ ცოტახანი დარჩით“  გვეთქვა. აქ ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ვმსჯელობდით, მერე სახლებში მივდიოდით და ბევრს, ძალიან ბევრს ვფიქრობდით. კავკკასიის უნივერსიტეტი ფიქრის საშუალებას გვაძლევდა და ეს იყო ის, რაც ყველაფრად მიღირდა ამ წლების განმავლობაში.

 

4 წლის თავზე მე მივხვდი, რომ პროფესია არც თუ ისე სწორად შევარჩიე, მაგრამ არცერთ დღეს არ ვნანონ ამ უნივერსიტეტში გატარებულს. რომ არა ეს, ეს სივრცე და ეს ადამიანები, ალბათ ვერც ვერასოდეს მივხვდებოდი, რისი კეთება მინდა ცხოვრებაში. სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

 

თუკი თქვენ, მთელი გულით გსურთ მოხვდეთ იქ, სადაც არა მხოლოდ პროფესიას დაეუფლებით, არამედ გამოცდით როგორია ჯანსაღი აკადემიური სივრცე, კავკასია თქვენთვისაა.

 

და მანამ, სანამ ეს ნაწერი მორიგ „დაკვეთილ“ პოსტს დაემსგავა და ჩემთვის დათმობილი ხუთი წუთიც ამოიწურა, ისღა დამრჩენია „კავკასიელების“ მსგავსი სტუდენტობა გისურვოთ.  


ნატა გელაშვილი

ტრენერი, სოციალური მედიის მენეჯერი

III კურსი ტრენერი

2018 წელი

 

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, როცა CSM-ის ბლოგზე ჩემი ამბავი განთავსდა, მეორეკურსელი ვიყავი, რომელიც საკუთარი ამპლუისგან აღფრთოვანებული გიყვებოდათ, რომ დედამიწაზე არსებობდა ერთადერთი ჭეშმარიტი პროფესია, რომლის შეყვარებაც ნამდვილად ღირს.

 

დღეს მესამე კურსს ვამთავრებ, ერთი სასწავლო წელიც და ბაკალავრიატი მიიწურება და აღმოვაჩინე, რომ სხვა პროფესიების შეყვარებაც შემიძლია.

 

როცა CU-ში ფეხი შევდგი, მხოლოდ ის მქონდა გააზრებული, რომ მინდოდა, სუფლიორთან ვმდგარიყავი და ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ამბების მაცნედ ვქცეულიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი რამის კეთება შემძლებია და წინაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება მქონია, ვიდრე ამას აბიტურიენტობისას წარმოვიდგენდი და ვგეგმავდი.

 

პირველივე კურსის ბოლოს შევდგი ფეხი ნიუსრუმში. დავიწყე სტაჟირება და ,,ტელევიზიის მაგიაც” გამიჯდა სათითაოდ ყველა უჯრედში. ერთი წლის განმავლობაში ვირბინე მთელ ქალაქში (და არამარტო) მიკროფონით ხელში, გამოვიარე უამრავი სტრესული სიტუაცია, მივიღე არერთი სერიოზული გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცი, ამას ვერ შევძლებდი, რომ არა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომლის მოცემაც მანამდე მოასწრო ,,კავკასიის უნივერსიტეტმა”. ერთი წლის თავზე ტელევიზიიდან წამოვედი, რომ აკადემიური სივრცისთვის მეტი დრო დამეთმო, მიმეღო მაქსიმალური ცოდნა და საკუთარი თავი სხვა სფეროში მეცადა. მანამ მაინც სანამ გადავწყვეტდი, მინდოდა თუ არა უკან დაბრუნება. ჯერჯერობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ.

 

საბედნიეროდ, ტელეჟურნალისტიკასთან ერთად, ჩვენი ფაკულტეტი საკუთარ თავში არაერთ საინტერესო საგანსაც  გულისხმობს. მათ შორის არის: ფსიქოლოგია, სოციოლოგია, სამართალი, ეკონომიკა… მოკლედ, ჩვენ დეკანზე უკეთ ცოტას თუ ესმის, რომ ჟურნალისტს ცოტ-ცოტა ყველაფერი სჭირდება და ამის ნათელი დადასტურებაა ყველა ის საგანი, რომელიც უკვე გავიარე და რომელსაც დარჩენილ 1 წელში გავივლი. ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ თეორიულ ნაწილთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა, პრაქტიკაში გვესწავლა კამერით გადაღების ტექნიკა, მონტაჟი, რადიო თავისი კონცეფციით და ა.შ. - მოკლედ, გულწრფელად მგონია, თუ დაგვჭირდება, ნებისმიერი CSM-ელი სულ მარტოც ააწყობს ერთ სრულ გადაცემას, ორივე პლატფორმაზე - რადიოსა და ტელევიზიაში. რომ აღარაფერი ვთქვათ  სტატიის წერაზე საერთაშორისო სტანდარტებითა და ინდივიდუალიზმით, რომელიც ჩვენს კურსზე ძალიან საგრძნობია.

 

ჩემი დღევანდელი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სოციალურ მედია მარკეტინგს უკავშირდება. ეს, მგონი, ყველაზე უცნაური ნაწილია.

როდესაც ტელევიზიიდან წამოვედი, დასვენებისა და ძალების აღდგენის შემდეგ, გადავწყვიტე, მომეფიქრებინა ახალი საქმე, რომელსაც, თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც - გავაკეთებდი. განვლილი პროფესიული საგნებიდან ჩემს ყველაზე მეტ ყურადღებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის საფუძვლები იმსახურებდა. მეც, ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნებოდა, ყველაფერი, რაც აუდიტორიაში ვისწავლე, პრაქტიკაში გამომეყენებინა.

 

პირველი სამსახური ახალ სფეროში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე. წერა არასდროს იყო ჩემი ,,აქილევსის ქუსლი”. მეტიც, ვიტყოდი, რომ პირიქით, რაც, თავისთავად ცხადია, გამომადგა. ისე გამოვიდა, რომ სოციალური მედიის მენეჯერის პარალელურად, ერთ-ერთ ჰოლდინგურ ორგანიზაციაში, სულ რაღაც 20 წლისამ, შევითავსე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მოვალეობებიც და, როგორც ველოდი, უნივერსიტეტში დაგროვებულმა ცოდნამ პრაქტიკაშიც გაამართლა.

 

მას შემდეგ უკვე მეოთხე კომპანიასთან გავაფორმე შრომითი ხელშეკრულება და პარალელურად ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიზიდავს - საკუთარ ცოდნას სხვებს გადავცემ. ეს ამბავი კი ასე დაიწყო: ჩემმა ერთ-ერთმა დამსაქმებელმა შემომთავაზა, რომ სოციალური მედია მარკეტინგი, ანუ ის, რასაც მისი კომპანიისთვის ვაკეთებდი, სხვებისთვისაც მესწავლებინა.

 

ამგვარად, ორი სამსახურის პარალელურად, მე - თავად სტუდენტი, ვატარებ მასტერკლასებს და ამაში ყველა ის უნარი მეხმარება, რომელიც არამარტო ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ, არამედ უნივერსიტეტმაც მომცა. დამეთანხმებით, არ არის მარტივი, იდგე შენზე ბევრად უფროსი და გამოცდილი ადამიანების წინ, რომელთაც შენგან მაქსიმუმის მიღება სურთ, უხსნიდე მათთვის სრულიად უცხო საკითხს ხუთი-ექვსი საათის განვალობაში და არ ნერვიულობდე. ამას თავდაჯერებულობის ის საფეხური სჭირდება, რომლის გამომუშავებაშიც მხოლოდ საკუთარი თავი ვერ დაგეხმარება.

 

როგორც უკვე მოვყევი, ბაკალავრიატის დასაწყისიდან - თითქმის ფინალამდე, ჩემი ცხოვრება არაერთხელ დადგა თავდაყირა. ხანდახან, თვითონაც ვერ ვეწევი იმ გზას, რომელმაც ასე მოკლე დროში  სტუდენტის სკამიდან - აუდიტორიის წინაშე გამომსვლელის ადგილამდე მიმიყვანა. მაგრამ მთავარი ისაა, რაც მგონია, ყველაფრად ღირს - ჩემი ცხოვრება იმაზე საინტერესოა, ვიდრე ამას როდესმე წარმოვიდგენდი, რაშიც ,,კავკასიის უნივერსიტეტისთვის” მადლობის გადახდა მგონია ყველაზე სწორი საქციელი.

 

 


სოფო ობოლაშვილი

ჟურნალი “ფორბსი”

IV კურსი 

2018 წელი

ყოველი არჩევანი რაღაცის შეცვლის, ახლის ძიებისა და აღმოჩენის საშუალებაა. არჩევანი გვეხმარება, თავად განვსაზღვროთ მომავალი, მიზნები და საშუალებები, რომლითაც ამ მიზნებისკენ მივისწრაფვით, ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანიც სწორედ კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაზე 4 წლის წინ, როდესაც ჟურნალისტიკაზე გადავწყვიტე ჩაბარება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევანის პირისპირ დგომა არასდროს მაშინებდა, რადგან  ჩემი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარების სურვილია. მახსოვს, როგორ სიამაყეს ვგრძნობდი, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში სტაჟირებაზე მისულს, მეორე CSM-ელი დამხვდა ნიუსრუმში - პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა. ასე იყო გადაღებებზე სიარულის დროსაც, სადაც არაერთ ჩვენს კურსდამთავრებულსა და ახლა უკვე წარმატებულ ჟურნალისტებს გადავაწყდი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გერქვას CSM-ელი, მართლაცდა ძალიან საპასუხისმგებლო რამაა.  

 

მოგვიანებით, გამოცემა „ფორბსში“ მოვხვდი, სადაც ჯერ საიტისთვის ბლოგების, შემდეგ კი ჟურნალისთვის სტატიების წერა დამევალა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის მინდოდა ისეთ გამოცემაში მუშაობა, სადაც ეთიკის ნორმებისა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ. შესაბამისად, ჩემს ახალ სამუშაოს ორმაგი ენთუზიაზმით მოვეკიდე. ეს ყველაფერი კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა CSM-ი, სადაც შებიჯების პირველი დღიდან მოყოლებული ბოლო დღემდე ჩვენს პროფესიაში ყველაზე წარმატებული ლექტორები თავისი გამოცდილების კვალდაკვალ გვიზიარებდნენ და გვასწავლიდნენ,  თუ რას ნიშნავს გერქვას ჟურნალისტი.

 

პარალელურად ამისა, CSM-მა მომცა საშუალება გამევლო კურსები Thomson Foundation - ში, სადაც BBC-ის, CNN-ის,  The Guardian-ისა და  Reuters-ის ყოფილი პროდუსერებისა და რედაქტორების დახმარებით შევისწავლე ის თანამედროვე სტანდარტები, რითიც ხელმძღვანელობენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტელე-არხები თუ გამოცემები.

 

ახლა კი, როდესაც პირველი ეტაპის დასასრულს მივუახლოვდი და თანდათანობით პროფესიული განვითარების ეტაპზე გადავდივარ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა, რომ არა ის სწორად გაკეთებული არჩევანი აბიტურიენტობის პერიოდში, როდესაც ჩემი პროფესიის დასაუფლებლად კავკასიის მედიის სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე.


                                                                                       

ანა მაჩაბელი

კომპანია „სთეითმენთი“, CEO

III კურსი                                                                                                                         

2018 წელი

 

მომავალ წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ. ამ დროში უკვე ბევრი რამ მოვასწარი. ბოლოდან დავიწყებ: ახლახანს შევქმენი კომპანია „სთეითმენთი“, მოდის სერვისების სრული სპექტრის სააგენტო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაშიც პირველია. კომპანია მოიცავს მედია ურთიერთობებს, შემოქმედებით და საკონსულტაციო მომსახურებას. ასევე, მოდის, სტილის, სარეკლამო ინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებს. ის გამოცდილება, რაც მედიის სკოლისგან მივიღე, ბევრ რამეში დამეხმარა და ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეცვალა.

 

პირველ რიგში გამოცდილება, მეგობრები და ლექტორები, რომლებმაც შთამბეჭდავი კვალი დამიტოვეს და რაც მთავარია, სასიამოვნო, თავისუფალი გარემო. ამ სივრცეში ბევრი მეგობარი აღმოვაჩინე. მათ შორის, ლექტორები. აქ ყოველ ეტაპზე ვგრძნობდი, რომ მიზნებს მიზნები ემატებოდა, ინტერესები თითქმის ყოველ კურსზე ფართოვდებოდა.

 

ყველაფერი კი დაიწყო სურვილით, გავმხდარიყავი წარმატებული ჟუნალისტი და ტელეწამყვანი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ მედიის სკოლაში კარგად მომამზადეს, თუმცა ვერც ბეჭდურმა მედიამ ამიარა გვერდი. წერის დროს ვგრძნობ, რომ ჩემზე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს მჭირდება იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო საკუთარი საქმით. ამ მხრივ გეგმები მაქვს, რომელსაც უმოკლეს დროში განვახორციელებ.

 

გამოცდილება უკვე მაქვს კიდევ ერთი მიმართულებით: ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.“ რამდენიმე პროექტს შორის, რომელიც გვქონდა, ერთ-ერთს გამოვყოფ - შშმ პირთა ინკლუზიური გარემოს განვითარების ხელშეწყობის პროექტს, სახელწოდებით „ჩემი ხელის უფლება, ჩემი თავისუფლება“.

 

მედიის სკოლას დიდი გამოცდილებით და კარგი ცოდნით დავამთავრებ და მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულოა მეტი დრო საქმისთვის, არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება CSM-ის გარეშე.


მარი დუდუნია

ჟურნალისტი, სტუდია “მონიტორში”

კურსდამთავრებული

2017 წელი 

 

უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე სტუდია “მონიტორში” ვმუშაობ. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა საგამოძიებო ჟურნალისტიკას ნინო ზურიაშვილი გვიკითხავდა. მაშინ გავიგე, როგორ მუშაობდნენ ამ სტუდიაში, ვუყურე ფილმებს და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც ვყოფილიყავი ასეთი ჟურნალისტიკის ნაწილი. ნინო დათანხმდა, რომ გამოსაცდელი ვადით დავრჩენილიყავი “მონიტორში”. პირველი ერთობლივი ფილმი, ქალებზე ძალადობას ეხებოდა. ამ ფილმზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, პრობლემები სიღრმისეულად შევისწავლეთ და მსხვერპლი ქალებიც ჩავწერეთ. ფილმი საკმაოდ მწვავე გამოვიდა.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო ქალზე ძალადობა პრობლემა სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს დარჩება. თუმცა, პოლიტიკის კუთხით და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. ვთვლი, რომ ამაში გარკვეულწილად ჩვენ ფილმსაც მიუძღვის დიდი წვლილი.

 

ამ ფილმის მერე იყო, კიდევ რამდენიმე, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობაზე და წართმეული ქონებით დაზარალებულ ადამიანებს ეხებოდა. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, ადამიანი, ვინც ამხანაგობის წევრები დააზარალა დააპატიმრეს. პროკურატურის ჩვენება თითქმის მთლიანად იმეორებდა, ჩვენი ფილმის სცენარს.

 

გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემები, პრობლემები ენერგეტიკულ სექტორში, სავარაუდო კორუფცია და სხვა. ეს ის თემებია, რომლებზეც ამჟამად ვმუშობ.

 

კავკასიის მედიის სკოლა რომ არა, ჩემი კარიერა, როგორც ჟურნალისტის, შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო. დღეს კი, ისეთია როგორზეც შემიძლია თავაწეულმა მოვუყვე ჩვენ საყვარელ ლექტორს ზვიად ქორიძეს.

 

P.S უნივერსიტეტში სწავლის დროს, სწორედ ასეთი სურვილი მქონდა - ეთიკური ჟურნალისტიკა უნდა ყოფილიყო ის, რასაც კავკასიის მედიის სკოლის დამთავრების შემდეგ გავაკეთებდი.

 

მიმაჩნია, რომ კავკასიის მედიის სკოლა საუკეთესო ადგილია მომავალი ჟურნალისტებისთვის.


გიორგი კიკაბიძე

ჟურნალისტი, ტვ პირველი

2017 წელი 

„ტვ პირველში“ ახლახანს მივედი. ტელევიზიაში უცნობ ადამიანებთან ერთად დამხვდა უცნობი გარემო და ისეთი რიტმი, რომელსაც იძულებული ხარ აჰყვე. წინააღმდეგ შეთხვევაში უბრალოდ შეუმჩნეველი იქნები. თუ ქვეყანაში მიმდინარე მთავარი ამბები გამოგრჩა და  მოვლენებს ჩამორჩი, შენს მაგივრად კითხვებს სხვა დასვამს, შენზე უკეთეს კადრს სხვა გადაიღებს და მეტი მაყურებელიც მას ეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მედიის სკოლაში რამდენიმე კურსის ფარგლებში ხშირად გვქონდა ტელესიუჟეტების გადაღებისა და საინფორმაციო  გადაცემების მომზადების საშუალება, ჩემი სატელევიზიო სიუჟეტის დებიუტი „ტვ პირველში“  შედგა. ვაშუქებდი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებს - სტუდენტების დაპირისპირებას ადმინისტრაციასთან. ძალიან ვიღელვე, რადგან საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მზად ჯერ არაფერი მქონდა - მოვლენები პარალელურად ვითარდებოდა და ყოველ წუთში იცვლებოდა, თუმცა სიუჟეტი თავის დროზე გავიდა და ეს ძალიან ძლიერი შეგრძნება აღმოჩნდა.

 

როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორის არჩევნების დღეს პროდიუსერმა დამირეკა და მოულოდნელად შემატყობინა, რომ 13:00-ზე პირდაპირი ჩართვა მექნებოდა, საკუთარი გულისცემა გავიგე. რთულია არ ინერვიულო, როცა ტელევიზიის საეთეროდან ბოლო წამებს გითვლიან - 10, 9, 8... და გეუბნებიან, დაიწყე. რომ შევადაროთ, ჩემი პირველი ჩარვის ემოცია როუფ-ჯამფინგს ჰგავდა - ექსტრემალური ჰობის სახეობას, როდესაც ადამიანები კლდიდან ხტებიან და უზარმაზარ ადრენალინს იღებენ. პირველი პირდაპირი ჩართვა უნაკლო არ ყოფილა, თუმცა რისხვას გადავრჩი. ახლა უკვე ვიცი, რომ კამერასთან მეგობრობა ნამდვილად შესაძლებელია.


რომ არა კავკასიის მედიის სკოლა, რაც ახლა მოვყევი, არ იქნებოდა. მე იქ 4 წლის განმავლობაში საშუალება მქონდა ურთიერთობა მქონოდა პროფესიონალ ჟურნალისტებთან და არაჩვეულებრივ ლექტორებთან. სწავლის პროცესში კი ვიყავი რეპორტიორიც, მემონტაჟეც, ოპერატორიც, წამყვანიც. აქ რეალურად ირგებ მედიის სხვადასხვა სფეროში მომუშავის როლს. შემდეგ კი უკვე ახერხებ გაუძლო კონკურენციას.   

 

მედიის სკოლამ ყველაფერთან ერთად მასწავლა ამ პროფესიისადმი სიყვარული. თუ გინდა, რომ იყო წარმატებული ჟურნალისტი და გახდე პროფესიონალი, ეს ის ადგილია, სადაც მიზანდასახულ ადამიანებს ელოდებიან.

 


 

თენგო ტაბატაძე
პროექტების ავტორი, ონლაინ რადიო “CSM”
კურსდამთავრებული

2016 წელი

 

“მე მაქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება რადიო პიანინოსა და ფინოგრაფის მსგავსად, “სახლში გამოსაყენებელ ნივთად” იქცეს. მუსიკის რადიოთი გადაცემა შესაძლებელია. მიმღებს უბრალოდ “მუსიკალური ყუთის” ფორმა ექნება, რომელიც სხვადასხვა სიგრძის რადიოტალღებზე იმუშავებს. მათი რეგულირება შესაძლებელი იქნება ერთი უბრალო გადამრთველით ან ღილაკზე თითის დაჭერით. “მუსიკალურ ყუთს” შეიძლება დაუმაგრდეს გამაძლიერებელი ღილაკები და ხმამაღლა მოლაპარაკე ტელეფონი. ეს ყველაფერი ერთ ყუთში მოთავსდება დარბაზში ან სასტუმრო ოთახში, ადამიანს შეეძლება ჩართვა და მუსიკის მოსმენა.”

 

ეს დევიდ სერნოფის (“ტიტანიკის” რადიოოპერატორი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სიგნალი გაეგზავნა გემის გადასარჩენად) მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მარკონის კომპანიას უხსნიდა, თუ როგორ უნდა შეექმნათ რადიოაპარატი, რომელიც ყველა სახლში განთავსდებოდა.   

 

ჯერ კიდევ 1700-იანი წლების დასაწყისში არსებობდა ხელსაწყო, რომელსაც სადენების საშუალებით შეეძლო ინფორმააციის ერთიდან მეორე ადგილზე გადაცემა. ოდნავ მოგვიანებით, მორზეს მიერ გამოგონილმა ტელეგრაფმა სრული გადატრიალება მოახდინა კომუნიკაციის სფეროში. ხოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისში მსგავსი მოწყობილობები ტექნიკურად კიდევ უფრო დაიხვეწა და მოქნილი გახდა. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ  რადიო იყო მასობრივი კომუნიკაციის ის საშუალება, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. დღეს ყოველივე ეს ძალიან გამარტივდა. ციფრულ სამყაროში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას თავისი რადიო, და ხმა მიაწვდინოს თავის აუდიტორიას.

 

ჩვენ კი ასე დავიწყეთ: “კავკასიის უნივერსიტეტის” მე-5  სართულზე, მედიის სკოლის ლაბორატორიაში, მერხები ერთმანეთზე მიჯრით მივაწყვეთ, რადიოსთვის გამოსადეგი მედიის სკოლის ტექნიკა ზედ დავალაგეთ და ასე შევუდექით გადაცემების ჩაწერას. ეს იყო მცდელობა, რომ აქამდე დაგროვილ თეორიულ ცოდნას პრაქტიკის ელემენტსაც დავუმატებდით. ასე მივიღეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო გადაცემა, რომლებსაც საკმაოდ ბევრი მსმენელიც გამოუჩნდა.

 

თავიდან სულ ორი გადაცემა გვქონდა, “მოგზაური” (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქალაქების შესახებ), და “სოციოგრამა” (ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე). მალევე, მათ დაემატა “ლიტერაცია” (თანამედროვე ქართველი ავტორებისა და ბოლო დროს ნათარგმნი წიგნების შესახებ). ოდნავ მოგვიანებით კი,  “ფილმოგრაფი”(ფილმების შესახებ), “უნისონი”(მუსიკალური გადაცემა ახალგაზრდა შემსრულებლებისა და ბენდების შესახებ) და “კულტურის რუბრიკა”(ქვეყანაში მიმდინარე კულტურის სიახლეებზე).

 

ერთი წლის შემდეგ, მედიის სკოლის მერხები და სკამები თანამედროვე სტუდიამ ჩაანაცვლა, რაზეც უნივერსიტეტმა იზრუნა. გარდა ამისა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” და ჩეხურმა ორგანიზაციამ “სორსფაბრიკმა” გაგვიწიეს. თუ რადიოს მუშაობის დაწყებიდან, გადაცემებს ოთახის ყრუ ექო და მანქანების გამაყრუებელი სიგნალის ხმა ფონად გასდევდა, ახალი ტექნიკის წყალობით, უფრო ხარისხიან პროდუქტს ვამზადებდით. რაც მთავარი იყო, მსმენელების რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა. ამაზე მეტი რაღა გვინდოდა!

 

ზემოთ ვამბობდი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას თავისი რადიო-მეთქი! ასეც არის! იმ პლატფორმაზე, (Airtime) რაზეც ჩვენი რადიო მუშაობს, ყველა მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და თავისი კონტენტი ატვირთოს. მაგრამ, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ დღეს ბაზარზე გამოჩენა ძალიან მარტივია, დარჩენა - რთული. ისიც ძალიან კარგად ვიცოდით, რომ თანამედროვე რადიო არ არის მხოლოდ ხმა. ეს არის: უპირველესად სკრიპტი, ასევე, ხმა, ვიზუალი, და რა თქმა უნდა, ონლაინპლატფორმებისა და სოციალური ქსელების ადეკვატურად გამოყენება. ამიტომ ვფიქრობთ ძალიან ბევრს რადიოს განვითარებისთვის!

 

დაბოლოს, წელს Radio CSM იუბილარია. ორი წელი უსრულდება. ერთ-ერთ მედიაკონფერენციაზე რადიო “თავისუფლების” ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე ამბობდა, ჩვენ “მცირე” გამოცდილება გვაქვსო. გამოდის, ჩვენს რადიოს უმცირესი ჰქონია. ვულოცავთ თითოეულ მსმენელსა და ჯგუფის წევრს. გვჯერა (და ვიმედოვნებთ), ძალიან მალე რადიო უნივერსიტეტის კულტურის ნაწილი გახდება. სისხამ დილით, ისევე მიესალმება თითოეულ სტუდენტს, როგორც რობინ იულიამსი ვიეტნამელებს ესალმებოდა - დილა მშვიდობისა CU-ელებო.


 

ნატა გელაშვილი
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, რეპორტიორი
II კურსი

2016 წელი

 

 

კავკასიის უნივერსიტეტში ჩუმად ჩავაბარე. ზუსტად  ვიცოდი, რა მინდოდა საკუთარი თავისგან და ვეძებდი ადგილს, სადაც ჩემი მიზნისკენ მისასვლელ  გზას მიჩვენებდნენ.

მე ის ვარ, ვისაც ამ მხრივ გაუმართლა. პირველივე ლექციიდან დაიწყო გაღვივება სიყვარულმა ჩემი პროფესიის მიმართ. იყო CSM-ელი, უკვე ნიშნავს ძალიან ბევრს, მაგალითად იმას, რომ ადამიანები, რომელბმაც უკვე გაიარეს შენი გასავლელი გზა და რომლებიც თავიანთ პროფესიაში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ, მოდიან და გასწავლიან, როგორ არ დანებდე, როგორ შეიყვარო შენი საქმე იმდენად, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარებამ არასოდეს მიიღოს მომაბეზრებელი ხასიათი.

 

ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი, როცა სამსახურის ძებნა აქტიურად დავიწყე. ერთ-ერთი  საბავშვო ჟურნალისთვის შემომთავაზეს წერა, რომელთანაც სულ რამდენიმე თვე  ვითანამშორმლე  და მივხვდი, რომ პირველი მიზანი, ვყფილიყავი რეპორტიორი ტელევიზიაში და მემუშავა ნიუსრუმში, ვერაფერმა შეცვალა. მიკროფონი და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის არანორმალური მოთხოვნილება ვერ ჩაანაცვლა ფურცლებზე დანახულმა საკუთარმა სახელმა და გვარმა, ავტორის რანგში.

 

როცა “რუსთავი 2”-ში მოვედი, პროდიუსერს პირდაპირ ვუთხარი, რომ მინდოდა რთული დავალებები და  პოლიტიკური თემების გაშუქება. ჩემთან ერთად კიდევ 8 ძალიან კარგი გოგო მოვიდა ტელევიზიაში და 4 თვის შემდეგ მხოლოდ  ორნი დავრჩით.

მე ისევ აქ ვარ, ”რუსთავი 2”-ის მიკროფონით ხელში დავრბივარ  და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდს ვიწყებ. უძილო ღამეები და დატვირთული სამუშაო ყოველდღიურობად მექცა. ვმუშაობ ღირებულებებისთვის და ამაში უდიდესი წვლილი კავკასიის მედიის სკოლას მიუძღვის. ადგილს, სადაც  მითხრეს, რომ ჩემი საქმე არ იქნებოდა იოლი, მოითხოვდა ჩემგან საციცოცხლო ენერგიას, მაგრამ არასოდეს გახდებოდა მოსაბეზრებელი; სადაც ყველაფერს აკეთებენ, რომ მე და ჩემს მეგობრებს ფუნდამენტური ღირებულებები წარუშლელად ჩაგვინერგონ გონებაში; სადაც სწავლისგან სიამოვნების მიღებას გვასწავლიან და სადაც ძალიან, ძალიან აფასებენ ჩვენს სურვილებსა და ინტერესებს.

 

ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. სულ ახლახანს შევაბიჯე ჟურნალისტიკაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ადგილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი ცხოვრების მომავალი 4 წლის თანმდევად ავირჩიე, მომცემს ყველაფერს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო.


 

ანი არველაძე,

ტელეკომპანია „იმედი“, რეპორტიორი
IV კურსი

2016 წელი

 

„იმედში“ CSM-ის რეკომენდაციით მოვხვდი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა 5 სტუდენტი სტაჟირებაზე გაგვიშვეს. თავიდან ცოტა შემეშინდა. მეგონა, რომ ნიუსების კეთება არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე არ იყო. აღმოჩნდა, რომ CSM-ის პატარა ნიუსრუმიდან, შედარებით დიდში გადავინაცვლე. ტელევიზიაში რომ მივედი, ახალი ამბები ტექსტის წერა და კადრების მონტაჟი უკვე ვიცოდი. დღეს ვხვდები, რომ ეს დიდი პლუსია ჟურნალისტისთვის.

 

მეორე კურსელისთვის საკმაოდ რთული გზა იყო სტაჟირების პარალელურად სწავლა, თუმცა ის რასაც CSM-ში ვსწავლობდი, იმედში პრაქტიკაში ვცდიდი. უნივერსიტეტის პრაქტიკულ დავალებებს კი იმედში ვამონტაჟებდი. ხშირად ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ უნივერსიტეტში მოცემული დავალება, სატელეიზიო ნიუსად მქონია გასაკეთებელი. ფაქტობრივად, ერთი გასრლით ორ კურდღელს ვიჭერდი ხოლმე. ეს ყველაფერი ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ დღეს ამის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია.

 

კარგად მახსოვს პირველი კურსი, ჩვენი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ ძველ შენობაში იყო. მედიის სკოლის ბავშვები ყოველთვის ერთ სართულზე ვიყავით ხოლმე. ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით, ყველა ყველას იცნობდა. უკვე მეოთხე კურსზე ვარ და ვერც ვაანალიზებ, როგორ გავიდა ეს დრო. მედიის სკოლასთან ერთად გამოვცადე ძალიან ბევრი რამ, იყო ბევრი კარგიც, ცუდიც, მაგრამ  არასდროს მინანია, რომ მედიის სკოლის სტუდენტი ვარ.

 

არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩვენს ლექტორებზე. მედიის სკოლას ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი ლექტორები ჰყავს. არ ვიცი. რომელი ერთი ჩამოვთვალო. დღეს ბევრი მათგანი ჩემი მეგობარი და ხშირად ჩემი რესპოდენტიცაა.  

 

ვინც მეკითხება ხოლმე, როგორ მოვხვდი ტელევიზიაში, ჩემი პასუხი აკვირვებთ. მერე მეკითხებიან ხოლმე, სად ვსწავლობ ასეთშიო და მეც მეტი რამინდა, ვიწყებ CSM-ზე ისტორიების მოყოლას. ვთვლი, რომ ჩვენი სკოლა არის საუკეთესო მედია სკოლა, სადაც დიდი ჟურნალისტები იზრდებიან. მედიის სკოლის ნებისმიერი სტუდენტი დანარჩენი სასწავლებლების სტუდენტებზე ბევრად წინ არიან. თუ გიყვარს ეს საქმე, მედიის სკოლა საუკეთესო არჩევანია.


ნინო კობალაძე
აჭარის ტელევიზია, რეპორტიორი
II კურსი

2016 წელი              

          

მე უკვე მჯერა, რომ სურვილები ხდება! ჩემს ყველაზე დიად ოცნებასაც ხომ აქ, CSM-ში გამოესხა ფრთები! მითები და ლეგენდები, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის  შესახებ პირადად ჩემთვის უკვე მეორე წელია პირნათლად სრულდება იმიტომ, რომ აქ აბსოლუტურად სხვა სამყაროა, სხვა განზომილებაა -  რთული, მაგრამ დაძლევადი, საინტერესო, შრომატევადი... ჰოდა, მეც მაქსიმალურად შევეცადე გმირულად შევჭიდებოდი იმ სირთულეებს, რომლებიც ყოველ დღე თითო ნაბიჯით მაახლოვებს მიზანს.

 

რა შეიძლება ინატროს პირველი კურსის სტუდენტმა, თუ არა პრაქტიკული ცოდნის შეძენა?! ეს იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების დასაწყისში ახდენილი პირველი ოცნება- აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო განყოფილებაში სტაჟირების პროგრამა გავიარე. სპონტანური წინსვლის გზის საწყის ეტაპებზე სიძნელეები ისე დიდია, რომ იშვიათად არსებობს არჩევანი მათი დაძლევის საშუალებაში, თუმცა მედიის სკოლის  დახმარებით უამრავი ბარიერი გადავლახე. გადაღებებისას კი თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობის გაასმაგებულ გრძნობას კიდევ უფრო მმატებდა CSM-ელობა.

 

რა თქმა უნდა,  ამით არ დასრულებულა ყველაფერი.  შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობის პრინციპებსაც გავეცანი და შემოთავაზების შემდეგ გადაცემა „სცენაში” წამყვანის ამპლუაშიც გამოვცადე საკუთარი თავი. არასოდეს დამავიწყდება მუხლების გამალებული კანკალი პირველი “სტენდაფის” ჩაწერისას,  არასოდეს დამავიწყდება პირველი ინტერვიუები ცნობილ: მსახიობებთან, რეჟისორებთან თუ დრამატურგებთან.

 

ჯერ მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტი ვარ და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ მედიის სკოლაში ვისწავლე  საგნები, რომელთა შესწავლა სხვა უნივერსიტეტებში მე-3, მე-4 კურსზე ხდება. ასევე, თამამად ვიტყვი იმასაც, რომ ვიცი, ჩემი მომავალი პროფესიონალების ხელშია, რომლებიც დაუზარელად გვიზიარებენ თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას. სწორედ კავკასიის მედიის სკოლის დამსახურებით შევძელი მიზნებთან მიახლოება და ოცნებების სისრულეში მოყვანა.  მადლობას ვუხდი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას გაწეული სამსახურისთვის. თუ ხარ CSM-ელი, ეს პირდაპირ ნიშნავს შენს წარმატებულ მომავალსა და კარიერულ წინსვლას!


 

თამარ დემეტრაშვილი
“ნიკორა ტრეიდი”, პროექტების მართვის სამსახური 
IV კურსი

2016 წელი

 

აბიტურიენტობის დროს ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის შესახებ ბევრი მსმენოდა და მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო, სტუდენტობის წლები სწორედ აქ გამეტარებინა.

 

ბევრი რამ ვისწავლე კომუნიკაციების სფეროში - ჟურნალისტიკაში, პიარში, მარკეტინგში და დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჩემი აზრით, აქ ყველაზე მნიშნველოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც მედიის სკოლაში გავიცანი. საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები ქმნიან გარემოს, სადაც მისვლა გიხარია და სადაც მათთან პირადი ურთიერთობები დიდ გამოცდილებას გაძლევს.

 

ძალიან მომწონს, რომ მედიის სკოლაში ბევრ სხვადასხვა საგანს სწავლობ. იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ხარ, რა გინდა აკეთო მომავალში, მედიის სკოლის მრავალფეროვანი საგნები დაგეხმარება არჩევნის გაკეთებაში.

 

მესამე კურსზე, როცა ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება, ერთ დღესაც მოულოდნელად დამირეკა ჩემმა ლექტორმა გიორგი დათუკიშვილმა, რომელიც პირველ კურსზე მასწავლიდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. მან სამსახური შემომთავაზა და დღეს მე უკვე “ნიკორა ტრეიდის თანამშრომელი” ვარ.

 

“ნიკორაში” ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრს ვისწავლი. მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა და მასთან მუშაობა ძალიან გამომადგება. მითუმეტეს, რომ ნიკორა ქართულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა. ეს კი ძალიან კარგ პერსპექტივას მიქმნის.

 

კავკასიის უნივერსიტეტს ვაფასებ სწორედ იმიტომ, რომ სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა აქ ნამდვილად ფასდება. იცოდეთ, რომ თუ მოინდომებთ და სხვებსაც დაანახებთ თქვენს მონდომებას, ნამდვილად გაგიმართლებთ. ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის დაპირება  - “შენი ლექტორი - შენი პოტენციური დამსაქმებელია” მითი არ აღმოჩნდა. მე უნივერსიტეტს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ვამთავრებ.


 

ქეთი კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი, პროდიუსერი
IV კურსი

2016 წელი

Keti Kapanadzeსაზოგადოებრივ მაუწყებელზე 2015 წლის სექტემბერში გადაცემა „წიგნების თაროსთვის" წამყვანის ქასთინგზე მივედი. როგორც წამყვანი დამიწუნეს, მაგრამ პროდიუსერის ასისტენტობა შემომთავაზეს ჩემი დიდი ენთუზიაზმის გამო და მეც სიხარულით დავთანხმდი. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია წამყვანობას მერჩია.

დღეს „წიგნების თარო"უკვე ეთერშია. მეუბნებიან, რომ მეორე სეზონიდან უკვე აღმასრულებელი პროდიუსერი გავხდები. ამ ყველაფერში კი ძალიან დიდი წვლილი კავკასიის მედიის სკოლას მიუძღვის - მე შევძელი მონტაჟის გაკეთება კრიტიკულ სიტუაციებში, სცენარის დაწერა, ფეისბუქის გვერდის მართვა, სხვადასხვა მულტიმედია პლატფორმის გამოყენება, ვიცოდი სატელევიზიო რეიტინგის დათვლის პრინციპი, მედია მენეჯმენტის საფუძვლები, გამუდმებით ვამოწმებდი ფაქტებს, არ ვიწყებდი ამბის წერას background-ით, პირველად არ დამინახავს „პეტლიჩკა" და კამერა, ვიცოდი რას ნიშნავდა „ვიორსტკა". ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს.

კავკასიის მედიის სკოლამ შემძინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარები, რაც არა მარტო ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება. რაც მთავარია ამ უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა პირადი ურთიერთობა დამემყარებინა ძალიან ბევრ "საჭირო" ადამიანთან, რომელთა უმრავლესობა დღეს „წიგნების თაროს" მოწვეული სტუმარია.

გარდა ამ ყველაფრისა, მე და სოფო გოგიშვილი (ასევე კავკასიის მედიის სკოლის მე-4 კურსელი) ვაკეთებთ ჩვენს საკუთარ პროექტს „რადიო შოკოლადში". პროექტი უკვე დაწერილია, საპილოტე გადაცემები ჩაწერილი. ახლა მხოლოდ თანხის მოძიებაღა დარჩა და რადიოგადაცემა „მე ვარ" მალე ეთერში ჩაეშვება.

არასდროს ვინანებ, რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მედიასფეროში განათლების მისაღებად საქართველოში კავკასიის მედიის სკოლაზე უკეთესი ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.


ირინე კურტანიძე

მასობრივი კომუნიკაცია და პოლიტიკური პიარი

კავკასიის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებული, 2014



კავკასიის უნივერსიტეტის კარი პირველად ათი წლის წინ შევაღეIrinka Kurtanidze. მაშინ ოცნებასაც ვერ ვბედავდი იმაზე, რაც ათი წლის მერე რეალობად ვაქციე. დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მომავალ თაობებს ვუზიარებ. ჩემი მიზანია, ისე დავეხმარო სტუდენტებს წარმატების მიღწევაში, როგორც მე დამეხმარნენ ჩემი ლექტორები.

 

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, კავკასიის უნივერსიტეტის დამსახურებით, სტაჟირება გავიარე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. უნივერსიტეტის დასრულებისას, რეზიუმეში უკვე ათამდე სამუშაო ადგილი მქონდა მითითებული, მათ შორის იყო ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რადიო თავისუფლება, მთავრობის ადმინისტრაცია, USAID-ი და ა.შ.

 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბევრ საინტერესო ადგილას ვიმუშავე და ვფიქრობ, წარმატებასაც მივაღწიე. ორი წლის წინ კი დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის - ჩივნინგის სტიპენდიანტიც გავხდი და მაგისტრატურა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში - Royal Holloway, University of London-ში წარჩინებით გავიარე.

 

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე არასდროს მიფიქრია ლექტორობაზე. დღეს კი ჩემი მიზანია, სადოქტოროც დავიცვა და მომავალში კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გავხდე. რა თქმა უნდა, ამის უკან ერთი მიზეზი არ არის, თუმცა ჩემმა რამდენიმე ლექტორმა ამაში დიდი როლი ნამდვილად ითამაშა. მათ მასწავლეს თავისფალი აზროვნება და ჩარჩოებს მიღმა ფიქრი, მათგან მიღებული ცოდნის, გამოცდილების, რეკომენდაციების, დახმარებისა და მხარში დგომის გარეშე ჩემს ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი ჩემი აკადემიაში დაბრუნების.

 


გიორგი დიასამიძე
"ნეტგაზეთი"
III კურსი
2015 წელი

giorgi diasamidzeისწავლეთ კარგად და გახსოვდეთ, რომ თითეული ლექტორი თქვენი პოტენციური დამსაქმებელია, - ამ სიტყვებით კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მოგვმართა პირველი კურსის სტუდენტებს.

კავკასიის უნივერსიტეტთან უკვე საკმაოდ ბევრი მოგონება მაკავშირებს. თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტებმა შევძელით ძალიან კარგი ჟურნალის გამოცემა. ეს ყველაფერი უკვე წარსულია, რომლითაც ვამაყობ. ვფიქრობ, წინ კიდევ არაერთი საინტერესო ამბავი მელოდება. ამ ხნის განმავლობაში ლექციებს გვიკითხავდნ ისეთი კვალიფიციური ლექტორები... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

ისე, შრომისმოყვარეობას მაბრალებენ ლექტორები. ყველაზე მეტად პრაქტიკული საგნები მომწონს. პირველი კურსის პირველივე სემესტრში რამდენიმე ჯგუფელთან ერთად გავაკეთე ბლოგი, სადაც ჩემი ნაშრომების გამოქვეყნება დავიწყე. მერე ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვისაც ვწერდი სტატიებს.

მესამე კურსის დაწყებამდე "ნეტგაზეთის" მთავარმა რედაქტორმა და ჩვენმა ინტერნეტ-მედიის ლექტორმა, ნესტან ცეცხლაძემ შემომთავაზა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემისთვის წერა. ვფიქრობ, კარიერის პირველ ნაბიჯებსაც სწორედ ახლა ვდგამ. ისეთ სანდო ინტერნეტგამოცემაში სტაჟირება, როგორიც არის "ნეტგაზეთი" ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა და ვგრძნობ პროფესიულ ზრდას. ნესტანის შეტყობინებამ გამახსენა ნინო ჟიჟილაშვილის სიტყვები, რომლითაც მან მედიის სკოლის პირველკურსელებს ზუსტად ორი წლის წინ მოგვმართა.


სოფო გოგიშვილიsofo gogishvili
"ლიბერალი"
III კურსი
2015 წელი

კაკასიის უნივერსიტეტში მედიის ფაკულტეტზე სწავლა არ ჰგავს ყველასთვის ნაცნობ საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ჩვენ, CSM-ის სტუდენტები, არ ვსწავლობთ
უნივერსიტეტში, ჩვენ ვართ CSM-ის ნიუსრუმში. ზურგზე გვკიდია კამერები, შტატივები, "პეტლიჩკები", ფოტოაპარატები, დავდივართ, ვიღებთ, ვწერთ, ვამონტაჟებთ, ვიცნობთ ადამიანებს, ვეცნობით მათ პრობლემებს, ვეძებთ თემებს...

კავკასიის მედიის სკოლამ მომცა საშუალება პრაქტიკა გამევლო ბეჭდურ და ონლაინ გამოცემა "ლიბერალში", რათა საკუთარ თავზე გამომეცადა ჟურნალისტიკაში მუშაობის პრინციპები, სირთულეები, ეთიკური დილემები და სხვა. მე დღემდე ვაგრძელებ "ლიბერალთან" თანამშრომლობას.

ანა ტურაბელიძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი
IV კურსი 
2015 წელი

ზუსტად 4 წლის წინ პირველად შემოვაბიჯე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სამყაროში და მივხვდი, რომ 
ani turabelidze
გადაწყვეტილებაში არ შევმცდარვარ.

გერქვას CSM-ელი საპასუხისმგებლო მისიაა. მრავალფეროვან, მეგობრულ და ამავდროულად კონკურენტულ გარემოში მუდამ სიახლის ძიებაში ხარ. ეს ის სივრცეა, სადაც პროფესიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასა და ზოგად განათლებას საუკეთესო ლექტორები გვიზიარებენ.

ამიტომ მეც პირველივე კურსიდან აქტიურად შევუდექი CSM-ელის სტატუსის დაცვას. ჯერ „ლიბერალში" გავიარე სტაჟირება, შემდეგ ერთ-ერთმა ლექტორმა „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაში" დაგვასაქმა. ახლა გადაცემა „ მშვიდობით იარაღოს" ჟურნალისტი ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ყველაფერი კი აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ვფიქრობ, ის მოტივაციაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს პირველივე დღიდან გადმოგვედო. აქ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, სავსე უამრავი დაბრკოლებითა და მათზე გამარჯვებით განცდილი ბედნიერების წამებით. მეამაყება, რომ მეც მისი ისტორიის ნაწილი ვარ.

მერიკო ქაჯაია
სარეკლამო კომპანია Betterfly
IV კურსი
2015 წელი

meri kajaiaთურმე სიყვარული მეოთხე კურსზე მოდის - ამას ახლა მივხვდი. კავკასიის უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთ თვეზე ნაკლები დამრჩა. ახლა ვცდილობ, თითოეული ლექციით ვისიამოვნო. დიახ - ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაინც არის.
„თქვენ ჩვენი ეპოქის ელიტა ხართ, გინდათ ეს თუ არა. იღებთ ხარისხიან, ევროპულ განათლებას, რომელზეც დღეს ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი," - ეს სიტყვები ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა. შეიძლება ამბიციურად, ცოტა გამაღიზიანებლად ჟღერდეს, მაგრამ ამ რეალობას ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ. მაშინ, როცა გასაუბრებაზე მიხვალთ, მაშინაც, როცა სამსახურს დაიწყებთ ან კოლეგებს შეხვდებით.

პირველ კურსზე ვიყავი, როცა ჩემი დის (კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის) რეზიუმეს შურით ვუყურებდი და ვწუწუნებდი - „როდის მექნება მეც ასეთი CV-იიი". პასუხად მითხრეს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მართლაც, სამუშაო გამოცდილების შეძენა მეორე კურსიდან დავიწყე. რამდენიმე სტუდენტი ლექტორმა, ზურაბ ბიგვავამ „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციაში" დაგვასაქმა. შემდეგ იყო სტაჟირება "რუსთავი 2-ში". ჩვენი დეკანის, ნინო ჟიჟილაშვილის რეკომენდაციით გასაუბრებაზე მივედი და ამიყვანეს. რამდენიმე თვეში გამოვცადე პრეზიდენტობაც - მედიის სკოლის ამერიკელი ლექტორის, ვოლტერ გადისის შექმნილ "Student Conversation Club"-ში. ბოლოს კი მაკა სეხნიაშვილმა, სოციოლოგიის ლექტორმა შეგვატყობინა ვაკანსიის შესახებ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „მშვიდობით იარაღოში" დავიწყე მუშაობა. ახლა სარეკლამო კომპანია Betterfly-ში ვმუშაობ.

დღეს მეამაყება, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია. CU მართლაც ერთსულოვანი, ძლიერი გუნდია. გუნდი, რომელმაც მომცა ცოდნა და ამ ცოდნის პრაკტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

ლიკა ჩხარტიშვილი
რადიო "შოკოლადი"
IV კურსი
2015 წელი

lika chkhartishviliმეოთხე კურსელისთვის არც თუ ისე პატარა სამუშაო გამოცდილება მაქვს, სკოლის დამთავრებისთანავე ვცდიდი საკუთარ თავს სხვადასხვა სამსახურში, ვყოფილვარ მიმტანიც.

მედია სკოლაში სწავლისას პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პრაქტიკული გამოცილებას შევიძინე, მესამე კურსზე უკვე სტაჟირებას გავდიოდი "რადიო თავისუფლების" სკოლაში, იქ მოხვედრა ჩემ მიერ უნვერსიტეტში დაგროვილმა მასალებმა და გამოცილებამ განაპირობა. იმავე წელს "რადიო თავისუფლების" რეკომენდაციით "სამართლიან არჩევნებში" დავიწყე მუშაობა 3 თვიანი კონტრაქტით, აქაც გასაუბრებაზე მხოლოდ და მხოლოდ კავკასიაში მიღებული ცოდნით და გამოცდილებით მივედი.

მეოთხე კურსზე მოკლე ვადით, კავკასიის მიერ რეკომენდირებული სტაჟირება დავიწყე ორგანიზაცია NX-ში. მალევე ჩემი შესაძლებლობებით დაინტერესებულმა ერთ-ერთმა ლექტორმა რეკომენდაცია გამიწია მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც ამიყვანეს და დავიწყე მუშაობა სრული განაკვეთით.

მეოთხე კურსის მეორე ნახევარში, დავიგროვე საკმარისი გამოცდილება, უნარები, ცოდნა იმისთვის, რომ საკუთარი თავი მეცადა უკვე ისეთ ადგილას სადაც მუშაობა უშუალოდ ჩემი სურვილი და შეიძლება ითქვას ოცნებაც იყო და 2015 წლის მარტიდან დავიწყე თანამშრომლობა რადიო "შოკოლადთან".
ჩემი რჩევა იქნება მუდმივად სცადოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სამსახურში, დაიგროვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და სხვადასხვა გარემოებებთან გამკლავების უნარი. სტაჟირება - ესეც მნიშვნელოვანი პუნქტია, კავკასიაში ერთი კრედიტი სწორედ საველე პრაქტიკის მიღებას ეკუთვნის, დამერწმუნეთ ეს არის ძალიან ძალიან დიდი პლიუსი, რამაც შეიძება თქვენი სამსახურში აყვანა, არ აყვანის საკითხი განაპირობოს.


natia sosiashviliნათია სოსიაშილი
რადიო "კომერსანტი"
IV კურსი
2015 წელი

კავკასიის მედია სკოლაში ჩაბარების შემდეგ მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ. მყავდა ლექტორები, რომლებიც ყოველდღიურად უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდნენ და კონკურენტუნარიანს მხდიდნენ. პირველი კიურსიდანვე დავიწყე  სტაჟირებები: ვიყავი ონლაინ–ჟურნალში, რადიოში, ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, "მაესტროში" და სხვა. ყველა დაწესებულებაში მეკითხებოდნენ, სად ვსწავლობდი და პასუხის მისღებისთანავე მეტი ყურაადღებით მეკიდებოდნენ.

CSM-მა მომცა პრივილეგია, რომ მე ვიყავი საუკეთესო კონკურენტებს შორის. უნივერსიტეტს წელს დავამთავრებ და უკვე ვმუშაობ საიტის რედაქტორად. მინდა მადლობა ვუთხრა CSM-ს იმ გამოცდილებისთვის, რომელიც მან მომცა ამ სფეროში.

ლექსო ჭოტორლიშვლი
ახალგაზრდული მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
II კურსი
2015 წელი

კავკასიის მედიის სკოლა-ადგილი სადაც იღებ იმ ცოდნას, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებ. აქ არ სწავლობ მხოლოდ ერთ მიმართულებას, CSM-ში შენ ხარ 
lekso
ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე. აქ არ გასწვლიან მხოლოდ თეორიას, სწავლების დიდი ნაწილი პრაქტიკულია, რაც უფრო საინტერესო და ბევრის მომცემია.

ჩვენ ცოდნას ვიღებთ იმ ლექტორებისგან, რომლებიც დღემდე მუშაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებებში, ანუ არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. დღეს , 21-ე საუკუნეში სჭიროა უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნა, ვიდრე თეორიული. შეიძლება ძალიან კარგად იცოდე თეორია, მაგრამ ვერ შეძლო ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება.

ჩვენი ლექტორები არიან ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები. მე პირელივე კურსზე გავიარე სტაჟირება მედიაჰოლდინგ „Georgian Times"-ში. სტაჟირებით მოვახდინე უნივერსიტეტში ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამ სტაჟირებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ CSM არის საუკეთესო. კავკასიის მედიის სკოლაში თავიდანვე ასწავლიან კამერასთან მუშაობას, გადაღებას და უამრავ სხვა რამეს, იმას რასაც სხვაგან სწავლობ ბოლო კურსზე ან არასდროს.

ასევე, მედიის სკოლაში სწავლის დროს მიმუშავდება ძალიან მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევები. უკვე რამდენიმე თვეა, ვარ ახალგაზრდულ მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. ძალიან მიხარია, რომ CSM-ში მესამე კურსზე PR-ს ვისწავლი.

ქეთო საბანაძე
ღონისძიებების დაგეგმვისა და მარკეტინგის მენეჯერი
კურსადამთავრებული
2011 წელი

Ketoსტუდენტობის წლები მართლა საუკეთესოა და ბედნიერი ვარ რომ მე ეს წლები CSM_ში გავატარე. ჩვენ კავკასიის მედია სკოლის პირველი გამოშვება ვართ, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სასწავლო პროცესი საინტერესო, შრომატევადი და ძალიან სახალისო იყო. მე-2 კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში გამოცხადებული კონკურსი წარმატებით გავიარე და ფინალურ ეტაპზე ამსტერდამში გავემგზავრე, 1 თვით სასერტიფიკატო კურსზე: „პოპულარული კულტურა და ქალაქი". ევროპულმა კულტურამ, გარემომ, დამოკიდებულებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. სწავლის პერიოდში არაერთი სტაჟირება გავიარე: ჟურნალი „ლიბერალი", საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სწავლის დასრულების შემდეგ, სრული დატვირთვით ჩავები მუშაობის პროცესში. ვიყავი ორგანიზატორი უცხოელი შემსრულებლების რამდენიმე კონცერტის, მუსიკის ფესტივალის. მედია სკოლაში შეძენილმა ცოდნამ, გამოცდილებამ და კონტაქტებმა საშუალება მომცა ყველა ღონისძიება ტექნიკურად გამართული ყოფილიყო. გასართობი ინდუსტრიის შემდეგ, მუშაობა მსოფლიოს რიგით მე3 ყველაზე დიდ მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Perdue-ში დავიწყე, საქართველოსა და ცენტრალური აზიის რეგიონის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. CSM უნიკალური სკოლაა, სადაც შეგიძლია სრულად მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, აირჩიო შენი სამოღვაწეო სფერო და გაიუმჯობესო უნარები იმ კუთხით.

თამთა გაზაშვილი
ახალი ამბების წამყვანი, რეპორტიორი
კურსდამთავრებული
2014 წელი

tamta gazashviliჯერ კიდევ კავკასიის მედიის სკოლის სდუტენდი ვიყავი, ახალი ამბების წამყვანი რომ გავხდი. სწორედ ჩემი უნივერსიტეტის დამსახურებაა, რომ 21 წლის ასაკში ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია დავიკავე. ორი წლის განმავლობაში ტელეკომპაანია „მაესტროს" ახალი ამბების წამყვანი და კორესპონდენტი ვიყავი.

კავკასიის მედიის სკოლის დახმარებით, სტაჟირება ჩემი პროფესიით მეორე კურსიდან დავიწყე. ჯერ იყო ტელეკომპანია „იმედი", შემდეგ ტელეკომპანია „მზე". პირადად დეკანის რეკომენდაციით, მეოთხე კურსზე უკვე შტატიანი ჟურნალისტი გავხდი (ჯერ „მეცხრე არხი", შემდეგ „მაესტრო").

ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშნელოვანი ეტაპი გადაცემა „პოლიტმეტრიდან" დაიწყო. ტელეკომპანია „მაესტროში" ყველაზე საინტერესო პერიოდში დავიწყე მუშაობა, 2012 წლის წინასაარჩევნო მარათონის ფინიშის ხაზი ძალიან ახლოს იყო. ქვეყანაში იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეორე გადაღებაზე ხურვალეთში მე და ჩემს ოპერატორს ქვები დაგვიშინეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემი უნივერსიტეტის დამსახურებაა, რომ იმ დროს ყველაზე თავისუფალ და ღირსეულ გარემოში აღმოვჩნდი, ვიმუშავე ყველაზე ობიექტურ და პროფესიონალ ჟურნალისტებთან.

ჩემო საყვარელო CSM-ელებო, უნივერსიტეტი გაძლევს შანსს და ამ შანსს გამოყენება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის რომ, არც ერთ შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ ყველას, ვინც უკვე ხართ სტუდენტი და ვინც ახლა ფიქრობთ, CSM-ელობაზე. მინდა იცოდეთ, თქვენ ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ხართ!

თაკო ქველიძე
პიარ მენეჯერი
კურსდამთავრებული
2014 წელი

ჯერ ერთი წელიც არ გასულა, რაც კავკასიის მედიის სკოლა დავამთავრე. თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება ჩვენი პრიორიტეტი იყო. tako qvelidzeპირველი კურსიდან დავიწყე სტაჟირება. ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში. კამერა, გადაღების პროცესი, განათება, მონტაჟი და სხვა დეტალები ახალბედასთვის და ჯერ კიდევ სტუდენტისთვის უკვე ნაცობი ხილი იყო. შემდეგ რადიო „უცნობში" მოვხვდი, სადაც ძალიან სპონტანურად საინფორმაციო გამოშვების პროდუსერმა სტუდიაში შემიყვავანა და მითხრა - დღეს შენი პირველი „ლაივი" იქნებაო. მალე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გავხდი, რაც მეორეკურსელი სტუდენტისთვის გამოცდილებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა იყო. განსაკუთებულად მახსენდება ის შეგრძნება, როდესაც უკვე გამცდილი და წარმატებული ჟურნალისტების გუნდში აღმოვჩნდი.

შემდეგ იყო „არტარეა", პირველი არხი კულტურაზე, სადაც ჩვენმა დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მიგვიყვანა. ეს პერიოდი ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება. ვაკეთებდით გადაცემას, სადაც კვირის მთავარ კულტურულ სიახლეებს ვაერთიანებდით. წელიწადზე მეტი ვმუშაობდი მეგობრულ, საინტერესო და პროფესიონალებით სავსე გარემოში.

ამჟამად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ვმუშაობ, მოზარდ მაყურებლთა თეატრის პიარ მენეჯერი ვარ. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გზა, რომელიც კავკასიის მედიის სკოლაში ჩემს მეგობრებთან ერთად გავიარე უამრავი სიახლით, ახალი შანსებითა და შესაძლებლობებით იყო სავსე. ამ ოთხმა წელიწადმა ადამიანური ურთიერთობები, ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, თავდაჯერებულობა და საუკეთესო პერსპექტივები მომცა.

beqa adamashviliბექა ადამაშვილი
ტვ/რადიო "მაესტრო"
კურსდამთავრებული
2011 წელი

არ მიყვარს ისეთი სამსახური, სადაც სამუშაო დროის ნახევარი დროის გაყვანაზე ფიქრში გაგყავს. არც მაქვს. ვმუშაობ სცენარისტად „ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიურ აბებში". ყოველდღიურად. სამი საათით. დანარჩენ დროს ვიყენებ "Freelancer"-ობისთვის, ჩემთვის ან იმისთვის, რომ ვწერო.
წერა მიყვარს. კავკასიის მედიის სკოლაც. რადგანაც „სწორედ მედიის სკოლამ მომცა საშუალება" - „წერითი უნარები დამეხვეწა", „თვალსაწიერი გამეფართოვებინა" და „კონკურენტულ ბაზარზე თავი დამემკვიდრებინა". ასეთი ფრაზები კიდევ ვიცი, მაგრამ ჯობია უფრო ადამიანურად ვთქვა: სამსახური მეორე კურსიდან მაქვს. ზოგჯერ - რამდენიმე ერთად. ძირითადად ისეთები, სადაც წერაა საჭირო. ნორმალურად წერა კი კარგი გამოცდილების შედეგია. ამიტომ მიყვარს "CSM" და ამიტომ მგონია, რომ ის ნამდვილად კარგი სკოლა აღმოჩნდა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.


სალომე მოდებაძე
ჟურნალისტი, პროდიუსერი
კურსდამთავრებული
2012 წელი

ხელში გეჭიროს კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი თავისთავად უკვე წარმატებას ნიშნავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს 
salome modebadze
მარტივადაა მისაღწევი. ახლაც კარგად მახსოვს სწავლის საკმაოდ რთული 4 წელი და არაერთი გათენებული ღამე... მაგრამ, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ და შენი პროფესიით იწყებ მუშაობას, ალბათ, მაშინ ყველაზე კარგად ხვდები, რა ცოდნა დააგროვე ამ წლების განმავლობაში.

ტელეკომპანია „მაესტროში" მუშაობა მედიის სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. ჯერ გადაცემა „პოლიტმეტრის" პროდიუსერად, შემდეგ კი ახალი ამბების ჟურნალისტად. მართალია, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება მანამდე არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა – სიუჟეტების და პირდაპირი ჩართვების მომზადება CSM-ის წყალობით უცხო არ აღმოჩნდა ჩემთვის. ის კი არა, ჩემ მიერ მომზადებულისიუჟეტი მედიაკონკურსის „მეტი ონფორმაცია ევროკავშირის შესახებ" გამარჯვებულად გამოცხადდა. 

უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წელი გავიდა და ახლა უფრო კარგად ვხვდები, რომ ის უმნიშვნელო წარმატებაც კი, რასაც კარიერაში მივაღწიე მთლიანად კავკასიის მედიის სკოლის დამსახურებაა. ამაყი ვარ, რომ მქვია CSM-ის კურსდამთავრებული.
 
 


სალომე გოგინაშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კურსდამთავრებული
2012 წელი

ვფიქრობ, ჩემი წარმატების პირველ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის სწორად არჩევა და შემდგომ ამ უნივერსიტეტში მოხვედრა უნდა ჩაითვალოს. ზოგადად კავკასიის მედიის სკოლა უკვე წარმატებაა. გამორჩეულია ადამიანებით, რომლებიც სტუდენტს ეხმარებიან გაზრდასა და სწორი გზის არჩევაში.

salomeჯერ კიდევ II კურსზე დავიწყე სტაჟირება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში" რეპორტიორად. ჟურნალისტის რთული სამუშაო ახალი არ ყოფილა, რადგან კავკასიის მედიის სკოლაში სწავლობ იმაზე მეტს ვიდრე წერია წიგნში და უნივერსიტეტშივე გეძლევა საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანო. „რუსთავი2 -ის" შემდეგ იყო, როგორც რადიო, ისე ბეჭდური მედიაში მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვარ. იყო კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი ნიშნავს იყო გამორჩეული. სამსახურში მოსვლის პირველივე დღეს გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად ვიცოდი ოპერატორისა და მემონტაჟის საქმეც.

ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი რომ ვიყავი. გამიმართლა, რომ ასეთი მაღალი დონის განათლება მივიღე და 4 წლის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანებთან.

ბოლოს დავამეტებდი, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებო, მაქსიმალურად გამოიყენეთ ამ უნივერსიტეტში სწავლის შანსი და ის დაგეხმარებათ გახდეთ თავისუფლად მოაზროვნე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, სტუდენტური წლები საინტერესოდ და ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვან გარემოში გავატარე.

ნანუკა ქაჯაია
ჟურნალისტი, ტელეკომპანია "იმედი"
კურსდამთავრებული
2012 წელი

nanuka kajaiaგერქვას კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ. ეს სტატუსი გმატებს თავდაჯერებულობას, რომელიც სამსახურის დაწყებისას და ყოველღიური მუშაობის პროცესში გეხმარება. პირველი სამსახურიც და პირველი ხელფასიც CSM-ს უკავშირდრბა. მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტელეკომპანია "GMG"-ისთვის საავტორო გადაცემა გავაკეთეთ უნივერსიტეტის ბაზაზე და პირველი ჰონორარიც ავიღეთ.

4 წლის განმავლობაში იყო ბევრი პროექტი და კონკურსი, მოკლედ, ძალიან აქტიური სტუდენტური ცხოვრება მქონდა. მე-4 კურსის ბოლოს ნინო ჟიჟილაშვილის რეკომენდაციით მოვხვდი ტელეკომპანია "იმედში". როგორც ყველამ, თავიდან მეც სტაჟიორობით დავიწყე იმ ყველაფრის წყალობით, რაც CSM-ში ვისწავლე. ზუსტად 3 თვეში კი ოფიციალურად მეც იმედელის სტატუსი მოვირგე.

ახლა, უკვე "იმედის" ჟურნალისტს, გადაღებებზე ძალიან ხშირად მხვდებიან ჩემი ლექტორები, ოღონდ უკვე რესპოდენტების ამპლუაში. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ როცა ვამბობ რომ ვარ კავკასიის მედიის სკოლის კურსდამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ ბევრნი არ ვართ, გავკადნიერდერდები და ვიტყვი, რომ უკვე ყველგან ვართ. CSM-ის დამთავრება წარმატების გარანტიაა. აბიტურიენტებო, არ გაუშვათ შანსი გახდეთ მედიის სკოლის ახალი წევრები!


გვანცა პაპავაძე
თბილისის მერის პრეს-სპიკერი
კურსდამთავრებული
2012 წელი


gvantsa papavdzeშემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არც მე ჩამიბარებია კავკასიის უნივერისტეტში. 16 წლის ასაკში შედგენილი კარიერული გეგმის მთავარი ნაწილი უკვე იყო სწავლის გაგრძელება aკავკასიის მედიის სკოლაში. 4 რთული წელიწადი ლოგიკურად წარმატებით დასრულდა.
მე დღეს თბილისის მთავრობის პრეს-სპიკერი ვარ.

კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით, მესამე კურსზე უკვე ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ახალი ამბების დეპარტამენტის სტაჟიორ-ჟურნალისტი. მეოთხე კურსზე კი საშუალება მომეცა რეპორტაჟები და პირდაპირი ჩართვები "მე-9 არხისა" და "მაესტროს" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გამეკეთებინა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს თანატოლებში ერთი ნაბიჯით წინ ვიყავი, ამაში კი კავკასიის მედიის სკოლაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა მეხმარებოდა. უნივერსიტეტში ჩვენ სწავლის პროცესშივე მივიღეთ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სალექციო კურსი გავიარეთ ტექნიკურ ნაწილშიც, დავეუფლეთ მონტაჟისა და ვიდეო გადაღების თანამედროვე ტექნიკას.

ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გარდა, 4 წლის განმავლობაში ვისწავლეთ პიარ ტექნოლოგიები. დიდ დროს ვუთმობდით უცხო ენების შესწავლას. ინგლისურ ენაზე შედგენილი სალექციო კურსები და უცხოელი ლექტორები ინგლისური ენის უკეთ სწავლაში გვეხმარებოდნენ. 2 წლის განმავლობაში ვისწავლეთ ფრანგული და გერმანული ენების საფუძვლებიც. მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს იმ გამოცდილებისთვის, რაც სწავლის პერიოდშივე მოგვცა.

ანუკი კანკიაanuki kankia
კულტურის სამინისტრო, მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტი
კურსდამთავრებული
2012 წელი

CSM-ს მეორე კურსიდან შევუერთდი. ახალი გარემო და ახალი სანაცნობო როგორც წესი სტრესის შემცვლელია, მაგრამ არა კავკასიის უნივერსიტეტში. ეს არის სივრცე, სადაც წარმატების განმსაზღვრელი არა სოციალური სტატუსი, არამედ შენი უნარები და ცოდნაა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მეგობრული ლექტორები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ და პრობლემა მოგიგვარონ.

მთავარი პლუსი, რომელიც მედია სკოლას აქვს ის არის, რომ არ გზღუდავს საგნების არჩევაში. ჟურნალისტიკის გარდა გაქვს საშუალება ისწავლო საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფოტოგრაფია. ეს კი დამატებით პრივილეგიას გაძევს დღევანდელ პირობებში, როდესაც მოთხოვნა მულტიმედიურ პროექტებზე გაიზარდა და დამსაქმებელს ურჩევნია, ერთი ადამიანი აიყვანოს, რომელსაც ბევრი უნარი აქვს.

კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ჯერ კიდევ სტუდენტობისას მუშაობა დამეწყო "მაესტროში", სადაც 6 წელი ვიმუშავე და ვიყავი სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორი. ახლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვმუშაობ, მედიაკომუნიკაციის სამმართველოში. მიმაჩნია, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ.

levan zhorzholianiლევან ჟორჟოლიანი
კულტურის სამინისტრო, მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტი
კურსდამთავრებული
2012 წელი

აბიტურიენტობისას, როდესაც მომავალი პროფესია უნდა ამერჩია, უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე „მედია და მასობრივი კომუნიკაციები" დაუფიქრებლად შემოვხაზე. მეგონა, რომ იყო ჟურნალისტი ნიშნავს, ხშირად გხედავდნენ ტელეეკრანზე, საუბრობდე რესპონდენტზე მეტს და ტრიალებდე გავლენიანი ადამიანების ირგვლივ. მიმაჩნდა, რომ ჟურნალისტი „მესიაა", რომელიც მუდმივად ეძებს სიმართლეს, ამხელს დანაშაულს და საზოგადოება ჭეშმარიტ აზრამდე მიჰყავს.

კავკასიის მედიის სკოლამ ამ მხრივ იმედები გამიცრუა. აღმოჩნდა, რომ ლექტორები ამ პროფესიას სულ სხვაგვარად აღწერდნენ და ჟურნალისტიკის ელემენტებიც ჩემს წარმოდგენას სრულიად ეწინააღმდეგებოდა. საბედნიეროდ, კარგი მოსწავლე ვიყავი და მალევე გავაცნობიერე, რომ ჟურნალისტი „თემიდა" არ არის და მას ხმლის ნაცვლად ხელში დიქტოფონი უნდა ეჭიროს. მუშაობა პირველივე კურსიდან დავიწყე მედია.გე-ს რეპორტიორად, სხვადასხვა გამოცემის ფრეელანცერ-ად, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ტელეეკრანზეც მოვხვდი და ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროზე" დილის გადაცემა მიმყავდა.

ამჟამად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვმუშაობ, მედიაკომუნიკაციის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ჩემს მოვალეობებში მედიამონიტორინგისა და საჯარო გამოსვლებისათვის ტექსტების მომზადება შედის. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ნამდვილად გამოდგა განმსაზღვრელი ყველა სამსახურში სამუშაოს დაწყებაზე.

სოფო მაისურაძეsofo maisuradze
www.buzzmedia.ge-ს დამფუძნებელი
კურსდამთავრებული
2011 წელი

შეკითხვაზე „რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი?" უკვე 4 წელია ამაყად ვპასუხობ - „კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში". მახსოვს, სწავლის დასაწყისში ამ სკოლის სახელი არავინ იცოდა. თანდათან კი სიტუაცია შეიცვალა... მედია სკოლაში ბევრმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, საჯარო დაწესებულებამ და მედიასაშუალებამ დაიწყო სტაჟირებასა და სამსახურზე შემოთავაზების გამოგზავნა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზებით დავინტერესდი რადიო „უცნობისგან", სადაც სტაჟირება მეორე კურსის დასასრულიდან დავიწყე. სტაჟირება რამდენიმე თვეში სამსახურად გადაიქცა და საკმაოდ წარმატებულ სამსახურადაც. სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და პარალელურად დაგროვებული გამოცდილება მომავალში ჩემი პროფესიული ზრდის საწყისი გახდა.

სამსახურისა და სწავლისთვის დროის გადანაწილება არ მიჭირდა. ეს მედიის სკოლის დეკანისა და ლექტორების დამსახურება იყო. მალე ჩვენ კამერებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილი სამონტაჟო ოთახი მოგვცეს, სადაც გვიხაროდა ლექციების შემდეგ დარჩენა და ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობა.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. დისციპლინისა და სწავლის საერთაშორისო სტანდარტები, რომელშიც ჩემი ცხოვრების 4 წელიწადი გავატარე, საინტერესო იყო. ზოგადი განათლება ყველა მიმართულებით. ეს ჟურნალისტისთვის აუცილებელი პირობაა.

მედიის სკოლაში სწავლის სურვილი თავისთავად მოდის. იქ ეთიკისა და ობიექტურობის პატივისცემა მასწავლეს. ამ სტანდარტების აუცილებლობას კი არა მხოლოდ კარიერულ ცხოვრებაში, არამედ ყოველდღიურობაშიც ვგრძნობ. დღეს მედია სკოლამ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კონტაქტი დაამყარა, გაამრავალფეროვნა სასწავლო გეგმა და რაც მთავარია სტუდენტებს უფრო მეტი საშუალება მისცა, პრაქტიკაში განახორციელონ ნასწავლი.

კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლაში ახალი თაობის ჟურნალისტები იზრდებიან. მე ვამაყობ, რომ ვარ CSM-ის კურსდამთავრებული.

მარიამ ყანჩაველი
ჟურნალისტი
კურსდამთავრებული
2011 წელი

mariam kanchaveliპირველ კურსზევე გამიმართლა და რუსთავი 2 - ის გადაცემა ,,P.S''-ში სტაჟირებაზე ამიყვანეს. არასოდეს დამავიწყდება, გაკვირვებული სახეები, როდესაც უფროს ჟურნალისტებს თამამად ვუთხარი, რომ გადაღებაზე დამოუკიდებლად წავიდოდი. როგორ უკვირდათ, როდესაც ის „ანა-ბანა'', რის ახსნასაც დანარჩენი დამწყებებისთვის უფროსები გადაღებიდან გადაღებამდე ცდილობდნენ, მე უკვე მქონდა მოსმენილი ლექტორებიგან. როდესაც ტელევიზიის გემო გავიგე და დავრწმუნდი, რომ სფერო სწორად ავირჩიე.

მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამწყები ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ კონკურს ,,პილოტში'' მედიის სკოლის 4 სტუდენტი მოვხვდით. 3000-მდე კანდიდატიდან ჯერ 24 რჩეულს შორის, შემდეგ კი ჟიურიმ 6 ლიდერს შორის ერთ-ერთ ლიდერად დამასახელა. დღემდე მახსოვს, კავკასიის უნივერისტეტი როგორ გვიჭერდა მხარს არა მხოლოდ შMშ-ებითა და პიარით, არამედ სხვადასხვა იდეებითა და რჩევებიათაც. მართალია კონკურსის ფინალურ ეტაპზე ჩემი გუნდი გამარჯვებული ვერ გახდა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტად დამიტოვეს BBC-ის პროექტ ,,სპიკერის'' ქართულ ანალოგში.

მოგვიანებით აღმოვჩნდი სრულიად განსხვავებულ და ექსტრემალურ პირობებსა და გარემოში, ჟანრში, რომელიც მიმაჩნია, რომ რესპოდენტების ,,გამოტეხვაში'' დახელოვნებისა და გამოცდილების მიღების ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის რეალითი შოუ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 - ის რეალითი შოუ ,,ტოპ გოგო'' მოდელებსა და მათი ინტრიგებით სავსე ცხოვრებას ეხებოდა, არც აქ დამვიწყებია ის ძირითადი პრინციპები და ჟურნალისტური ეთიკა, რომელიც მედიის სკოლის ყველა სტუდენტისთვის გონებაში მუდმივ სახელმძღვანელოდ იქცა.

თავგადასავლებისა და ჟანრების მრავალფეროვნების პარალელურად, რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა მოვხვედრილიყავი სფეროში, რომლის გარეშეც ნამდვილ ჟურნალისტად ალბათ ვერასოდეს შედგები. ასე გავხდი ,,მაესტროს'' ახალი ამბების ყველაზე ობიექტური და შეკრული გუნდის წევრი, რომლის ხელმძღვანელიც იმ დროს ნინო ჟიჟილაშვილი იყო. საღამოს, მთავარი გამოშვების ეთერში ყოველი ჩემი სიუჟეტის ყურებისას და რესპოდენტებისგან თითოეული მადლობის მოსმენისას, ყოველთვის ერთი ფიქრი მიტრიალებდა - კავკასიის მედიის სკოლამ მომცა არა უბრალოდ უმაღლესი განათლება და საამაყო დიპლომი, არამედ პირველ რიგში თავდაჯერება და რწმენა საკუთარ თავში - რომ შენ შეგიძლია შექმნა რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი.