სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

 
2019 წლის იანვარში კავკასიის მედიის სკოლაში ამოქმედდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მისი მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება, სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. CSM-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: 
 
  • სამეცნიერო საგრანტო პროექტებზე მუშაობა; 
  • აკადემიური პერსონალის მიერ წარმოდგენილი სტატიების, სამეცნიერო ნაშრომების რედაქტირებისა და გამოქვეყნების ორგანიზება კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების ჟურნალში/პუბლიკაციების კრებულში; 
  • საერთაშორისო სტუდენტურ აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის ორგანიზება; 
  • სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა და ორგანიზება/ჩატარება; 
 
სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჰყავს ხელმძღვანელი, მედიისა და კომუნიკაციის დოქტორი გიორგი ჯოლოგუა.