2019 წლის იანვარში კავკასიის მედიის სკოლაში ამოქმედდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მისი მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება, სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. CSM-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
- სამეცნიერო საგრანტო პროექტებზე მუშაობა;
- აკადემიური პერსონალის მიერ წარმოდგენილი სტატიების, სამეცნიერო ნაშრომების რედაქტირებისა და გამოქვეყნების ორგანიზება კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების ჟურნალში/პუბლიკაციების კრებულში;
- საერთაშორისო სტუდენტურ აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის ორგანიზება;
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა და ორგანიზება/ჩატარება;
სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჰყავს ხელმძღვანელი, მედიისა და კომუნიკაციის დოქტორი გიორგი ჯოლოგუა.