VirtuallyEDU 2.0 36-თვიანი ვირტუალური გაცვლის პროექტია, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის (AI) წიგნიერების, ციფრული უნარების, სამოქალაქო ჩართულობის, ციფრული ინკლუზიისა და ინტერკულტურული სწავლების ხელშეწყობის გზით.
ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. შესაბამისად, ახალგაზრდებს ტექნიკურ ცოდნასთან ერთად სჭირდებათ კრიტიკული აზროვნების, ციფრული დეზინფორმაციის ამოცნობის, ციფრული გარემოს შესაძლებლობებისა და გამოწვევების გააზრებისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანად გამოყენების უნარები.
VirtuallyEDU 2.0 ამ საჭიროებებს პასუხობს ინოვაციური ონლაინ აქტივობების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობს AI და მედიაწიგნიერების, ციფრული ცნობიერების, სამოქალაქო ჩართულობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
პროექტი აერთიანებს ევროპაში მოქმედ უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და მიზნად ისახავს 2,500-ზე მეტი მონაწილის ჩართვასა და 60 ფასილიტატორის მომზადებას.
2029 წლისთვის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ისეთი თაობის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს ციფრულ გარემოში ორიენტირებას, ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარები და მზად იქნება თანამედროვე ციფრულ საზოგადოებაში აქტიური და პასუხისმგებლიანი მონაწილეობისთვის.
ახალგაზრდებში AI წიგნიერების განვითარება ხელს უწყობს უფრო ინფორმირებული, მდგრადი და ციფრული შესაძლებლობებით გაძლიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თვალი ადევნეთ VirtuallyEDU 2.0-ის სიახლეებსა და დაგეგმილ აქტივობებს!
