11-15 დეკემბერს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ფარგლებში, პროექტის პარტნიორებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
დეკ
ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში'' ვიზიტი ლისაბონში, პორტუგალია
20-23 ნოემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, პროექტის ქართველ პარტნიორებს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.
ნოე
ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY"
31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ახალი Jean Monnet მოდულის პრეზენტაცია (2023-2026) - "ქალთა შესაძლებლობების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე - WISEC ACADEMY".
ოქტ
პროექტ „წიგნის თარგმნის პროგრამა 2023“ საწყისი შეხვედრა გაიმართა
30 ოქტომბერს, წიგნის თარგმნის პროგრამა 2023-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის საწყისი (kick-off) შეხვედრა გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს ჯონ მაკკომარკის წიგნის „ევროკავშირის პოლიტიკა“ თარგმნასა და გამოცემას ქართულ ენაზე.
ოქტ
გურჯაანში USAID-ისა და კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში კავკასიის გასტრონომიის აკადემია იქმნება
14 ოქტომბერს, გურჯაანში, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოსიელსკი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს და პარლამენტის წევრს დავით სონღულაშვილს.
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება კვლევის ეთიკის მიმართულებით
11-13 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიური ტრენინგების სერიაში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.
ოქტ
პროექტი „ სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ დაიწყო
2023 წლის 9 ნოემბერს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ ‘ (MES-CIF-1-22) ფარგლებში გაიმართა საწყისი შეხვედრა (Kick-off) კავკასიის უნივერსიტეტსა და პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის.
ოქტ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუდენტური ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“
6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი და სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგი სოსო დოლიძე ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომელიც სტუდენტთა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნა.
ოქტ
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კავკასიის უნივერსიტეტში
10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია გაიმართა.
სექ
ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, შემოდგომის სემესტრი
2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).