სიახლეები

06
მარ
ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ საწყისი შეხვედრა ჰელსინკში, ფინეთი

26-28 თებერვალს, ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - პასილას კამპუსში, Erasmus+ ის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის  - მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით (ENRICHER-HUBS) საწყისი შეხვედრა (Kick Off) გაიმართა.

29
თებ
ჟან მონეს საინფორმაციო დღე

2024 წლის, 28 თებერვალს, ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ჟან მონეს საინფორმაციო დღე თბილისში.

26
თებ
EEPIIQ - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჰიბრიდული ტრენინგი ქართველი პარტნიორებისათვის

2023 წლის დეკემბრიდან,  კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში, მიმდინარეობდა მენტორთა გადამზადების 3 თვიანი პროგრამა.

29
იან
მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში, შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან

ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან თბილისის N55-ე, მარნეულის N2-ე  და თბილისის რობერ შუმანის ევროპულ სკოლაში.

26
იან
Erasmus +-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი - ,,მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება შესწავლის საშუალებით''

პროექტი"მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება შესწავლის საშუალებით" ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა (HEIs) და შრომის ბაზარს შორის არსებული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის ხარვეზების დაძლევაზე, განსაკუთრებულად საქართველოსა და მოლდოვაში მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე.

19
იან
Erasmus+ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი -,,VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება''

Erasmus+ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი - VIRTUALLYEDU - ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება.

16
იან
საჯარო ლექცია - საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ

11 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ“.

08
იან
კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus + ახალი ინსტიტუციური განვითარების პროექტის - RE-DIRECTION განხორციელება დაიწყო

კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus + ახალი ინსტიტუციური განვითარების პროექტის - RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations  განხორციელება დაიწყო.

08
იან
ჟან მონეს კონფერენციაში მონაწილეობა - ბსუ, ბათუმი

2023 წლის 29-30 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ევროკავშირში“. კონფერენცია ორგანიზებულ იქნა ჟან მონეს კათედრის ფარგლებში „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა“.

 

28
დეკ
ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“დასკვნითი კონფერენცია

11-12 დეკემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, გაიმართა  საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია „მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. პროექტის ეროვნულ  და საერთაშორისო პარტნიორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.