"ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის"
საერთაშორისო კონფერენცია, 7- 8 ნოემბერი, 2025, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მე-10 წლიური საერთაშორისო კონფერენციისთვის, რომლის თემატიკა გახლავთ "ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს.
კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციული პოტენციალისა და მისი გავლენის შესწავლა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. სულ უფრო მზარდ ციფრულ სამყაროში მდგრადი განვითარების მისაღწევად ტექნოლოგიური ევოლუციის წვლილის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.
ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი ევოლუცია ფუნდამენტურად ცვლის პროფესიებისა და ინდუსტრიების ფუნქციონირებას, რაც უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ტრანსფორმაცია მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე მიდგომისა და შეხედულებების ცვლილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და რა ღირებული კონტრიბუცია შეგვაქვს გლობალური მდგრადობის გამოწვევების გადაჭრაში.
კონფერენციის თემატიკა განისაზღვრება (თუმცა, არ შემოიფარგლება) შემდეგი მიმართულებებით:
1. ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი განვითარების მიზნები:
- ციფრული ტექნოლოგიების გავლენა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე
- ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრაცია მდგრადი განვითარების სტრატეგიებში
- ციფრული ტრანსფორმაციის როლის განსაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნებში
2. ინდუსტრიის ციფრული ევოლუცია:
- ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაცია ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად
- ჭკვიანი სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება
- ციფრული გადაწყვეტილებები განათლებასა და უნარების განვითარებაში
- ფინანსური ტექნოლოგიები ინკლუზიური ზრდისთვის
- ჭკვიანი ქალაქები და მდგრადი ურბანული განვითარება
3. პროფესიული ევოლუცია ციფრულ ეპოქაში:
- სამუშაოს მომავალი და პროფესიული ადაპტაცია
- ციფრული უნარები და კომპეტენციები მდგრადი განვითარებისთვის
- პროფესიული განათლება და ტრენინგი ციფრულ ეპოქაში
- დისტანციური მუშაობა და მისი გავლენა მდგრადობაზე
4. პოლიტიკა და მმართველობა:
- ციფრული მმართველობის ჩარჩოები
- პოლიტიკის ინოვაციები მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციისთვის
- საჯარო-კერძო პარტნიორობა ციფრულ განვითარებაში
- მონაცემთა მართვა და კონფიდენციალურობის საკითხები
5. ინოვაცია და ტექნოლოგია
- ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის
- ბლოკჩეინის გამოყენება მდგრად განვითარებაში
- ნივთების ინტერნეტის (IoT) გადაწყვეტილებები
- ღრუბლოვანი გამოთვლები და მდგრადობა