ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევით ერთეულს, რომელიც შეიქმნა 2024 წლის 8 აპრილს.
ცენტრის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და მისი განხორციელების ხელშეწყობა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემოს, მსოფლიოში მიმდინარე საერთაშორისო პროცესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დინამიკისა და აქტუალური საკითხების შესახებ როგორც შიდასაგრანტო დაფინანსების, ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარებით.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს ადგილობრივ და უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და ამ მიმართულებით ცენტრისა და უნივერსიტეტის საქმიანობის კოორდინაციას, უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და ცენტრის საქმიანობაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიურ ჩართვას.