4 აპრილს, ნატოს დაარსებიდან 76-ე წლისთავი აღინიშნა.
კავკასიის უნივერსიტეტის ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევით ცენტრში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საჯარო ლექციას “ახალი მსოფლიო წესრიგი: აშშ ეროვნული ინტერესები და ნატოს გაფართოების პერსპექტივები”.
ლექციას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი გივი ამირანაშვილი. საუბარი შეეხო ნატოს დაარსებიდან დღემდე მისი შექმნისა და ტრანსფორმაციის თავისებურებებს, დღეს არსებულ გამოწვევებს, ევროკავშირისა და ნატოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური უსაფრთხოების სფეროში, ნატოს შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს. შეხვედრაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია.