ანონსების სვეტი

23
სექ
საჯარო ლექცია - ,,კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორალური საფუძველი''

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,კაპიტალიზმი დანაშაულის განცდის გარეშე: თავისუფალი ბაზრების მორალური საფუძველი.''

25
სექ
სოლანას ჰაკათონი-ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება

25 და 26 სექტემბერს, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება სოლანას ჰაკათონი - ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება, რომელსაც ჩაატარებს Superteam Georgia - Solana-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

25
სექ
ენების ევროპული დღე

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. უკვე 25 წელია, რაც ყოველ 26 სექტემბერს, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აღნიშნავენ ენების ევროპულ დღეს და მხარს უჭერენ ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას.

02
ოქტ
ტრენინგების სერია კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით, როგორც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „SECURE“ განმახორციელებელი ორგანიზაცია ოქტომბერში მართავს თემატურ ღია ტრენინგების სერიას.

07
ნოე
საერთაშორისო კონფერენცია: „კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში“

7 ნოემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის მასპინძლობით, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ორგანიზებით ტარდება ჰიბრიდული, საერთაშორისო კონფერენცია: „კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში“. 

15
ოქტ
ინტერდისციპლინარული კონფერენცია - „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“

კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის CTL (შედარებითი აზრისა და ლიტერატურის) დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აცხადებს  საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას: „ავტორიტარიზმი: ნარატივები, კულტურები, განგრძობადობა, რღვევა და ცვლილებები - წარსული და აწმყო“.

20
ნოე
საერთაშორისო კონფერენცია-„ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, გეგმავს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვის უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.