2025 წლის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

7 ნოემბერი 2025

7- 8 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, მე-10 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - "ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის" გაიმართება.

 

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციული პოტენციალისა და მისი გავლენის შესწავლა  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. სულ უფრო მზარდ ციფრულ სამყაროში მდგრადი განვითარების მისაღწევად ტექნოლოგიური ევოლუციის  წვლილის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.

 

კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადის წარსადგენად გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ფორმა და გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე research@cu.edu.ge.

 

აბსტრაქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ტექნიკური:

 

  • უნდა მოიცავდეს 300-500 სიტყვას;
  • 3-5 საკვანძო სიტყვა უნდა იყოს მითითებული.

 

სტრუქტურული:

 

  • უნდა მოიცავდეს კვლევითი საკითხის ფონს/კონტექსტს;
  • უნდა მოიცავდეს ჩამოყალიბებულ მიზნებს/კვლევით კითხვებს;
  • უნდა მოიცავდეს მეთოდოლოგიას;
  • უნდა მოიცავდეს შედეგებს/მოსალოდნელ შედეგებს.

 

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 მაისი, 2025  30 ივნისი, 2025 (ვადა გახანგრძლივდა);
  • მიღების შესახებ შეტყობინება: 10 ივლისი, 2025;
  • საბოლოო ნაშრომის წარდგენა: 10 ოქტომბერი, 2025;
  • კონფერენციის თარიღები: 7-8 ნოემბერი, 2025.

 

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი განაცხადი მეილზე: research@cu.edu.ge. ყველა შემოსული აბსტრაქტი გაივლის  ანონიმური რეცენზირების პროცესს. შერჩეული ნაშრომები განიხილება გამოსაქვეყნებლად კავკასიის უნივერსიტეტის კონფერენციის კრებულში.

 

აბსტრაქტის წარდგენასთან ან კონფერენციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვმართეთ  ელ-ფოსტაზე: research@cu.edu.ge.

 

სრული ნაშრომის შედგენისა და გაფორმების წესები:

 

გთხოვთ, სრული ნაშრომის გამოგზავნისას იხელმძღვანელოთ ნაშრომის შედგენისა და გაფორმების წესით.

 

მათ, ვისაც სურს კონფერენციაზე დასწრება, თუმცა არ გეგმავს პრეზენტაციის წარდგენას, შეუძლია შეავსოს მოცემული რეგისტრაციის ფორმა დამსწრეთათვის და გამოგვიგზავნოს.