შეხვედრა ჰააგაში ახალი ევრაზიული სტრატეგიული ცენტრის დისკუსის ფარგლებში

26 ივნისი 2025

ნატოს სამიტი ნიდერლანდებში ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტში გაიმართა.

 

ნატოს ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების ახალ სამიზნესთან მშპ-ის 5% დაკავშირებით. უმაღლესი დონის შეხვედრის წინა დღეებში ჰააგამ, მეცნიერ-მკვლევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, არაერთ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა და განიხილა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ერთ-ერთი განსახილველ საკითხთა შორის იყო ლონდონსა და ვაშინგტონში დაფუძნებული ახალი ევრაზიული სტრატეგიული ცენტრის დისკუსია რუსეთისა და დასავლეთის სამომავლო ურთიერთობის შესახებ. 2022 წლიდან რუსეთის უკრაინაზე ძალადობის მაღალი მაჩვენებელი, ბუნებრივია, აქტუალურს ხდის ამ საკითხს. უკრაინამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის სამხედრო მანქანას, თუმცა ჯერ ომი დასრულებული არ არის. საერთაშორისო ანალიტიკური წრეები უკვე ფიქრობენ რა იქნება მომავალში, იქნება თუ არა კონფლიქტი დასავლეთის ქვეყნებთან, გამოყოფს თუ არა რუსეთი ქვეყნის მშპ დიდ ნაწილს სამხედრო ხარჯებზე.

 

აქვე იქნა განხილული საკითხი რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კრემლის დასავლეთის ქვეყნებთან კონფრონტაციის პოლიტიკის მიმართ. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა.