CU ბათუმის აკადემია

ბათუმში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, კავკასიის აკადემიის მშენებლობა დაიწყო.
 
 
შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით.
 
 
პროექტზე იმუშავა მულტიდისციპლინარულმა საპროექტო სტუდიამ "KOM Hive - ქომ ჰაივი", პროექტის არქიტექტურისა და დიზაინის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიტა ჭანჭალეიშვილი.
 
 
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია Domson's Engineering & Construction უზრუნველყოფს, რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ვადაქარიაა.
 
 
კავკასიის აკადემიის მშენებლობა 2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტისთვის ეს ახალი გამოწვევაა.
 
 
800 მოსწავლეზე გათვლილი სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.