#CUგელოდება

Social Media

ლევან შათირიშვილი - Sanofi Aventis-ის კავკასიის რეგიონის ფინანსური დირექტორი “ტექნიკური ცოდნის მიღებაზე მეტად, ნებისმიერი MBA პროგრამა სტუდენტის თვალსაწიერის გაფართოებას უფრო ემსახურება. პროგრამის დროს იღებ შთაგონებას და სხვა თვალით იწყებ სამყაროს შეფასებას. ზუსტად DUAL MBA პროგრამის განმავლობაში მე და ჩემმა მეუღლემ (რომელიც ასევე პროგრამის კურსდამთავრებულია) გადავწყვიტეთ დღეს უკვე წარმატებული სტარტაპების - inebe.ge-ს და microgreen.ge-ს გახსნა.“ ლევანი აღნიშნავს - „DUAL MBA პროგრამის გავლის დროს, უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობა გაქვს ამა თუ იმ დარგში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან, ისინი შენი ჯგუფელები არიან და ყოველდღიურად გიწევს, მათთან ერთად, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, ფართოვდება შენი სამეგობრო/სანაცნობო წრე და ე.წ. Networking, სრულიად სხვა საფეხურზე გადადის.“ „როცა MBA პროგრამა, რომელიც დაამთავრე, მსოფლიოს რეიტინგის წამყვან პოზიციებზეა, აღარ უწევს შენს მომავალ დამსაქმებლებს, პარტნიორებსა თუ ინვესტორებს უმტკიცოს მიღებული ცოდნისა თუ გამოცდილების რეალურობა და სარგებლიანობა. ასეთ შემთხვევაში, პროგრამის რეიტინგი და სტუდენტის აკადემიური მოსწრება, თავად ამბობს სათქმელს. DUAL MBA პროგრამის ასეთი წარმატება მსოფლიო რეიტინგში, პირველ რიგში, მისი კურსდამთავრებულების წარმატებულობით არის გამოწვეული, რადგან რეიტინგის შედგენისას, პირველ რიგში, პროგრამის კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას და ანაზღაურებას იკვლევენ.“ #GEMAlumni #GrenobleMBAProgram #CSB
22.02.2018
კიდევ ერთი ნაბიჯი თქვენს კარიერულ წინსვლაში - Grenoble-ის MBA პროგრამა CSB-ში აცხადებს მიღებას 24 თებერვალს, 14:00… https://t.co/ucLJ9xhyII
24.02.2018