პროგრამის ხანგრძლივობა:
სასწავლო მოდულები ტარდება წელიწადნახევრის განმავლობაში (სრული პროგრამის ხანგრძლივობაა ორწელიწადნახევარ). მეცადინეობები ტარდება თბილისში თვეში ერთხელ, 3–დან 5 დღემდე, დღეში 6 საათის განმავლობაში. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები იწყებენ მუშაობას ფინალურ პროექტზე.
მისაღები მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
მნიშნელოვანი თარიღები:
- აპლიკაციის შევსების ვადა: 15 ოქტომბერი, 2024
- პროგრამის დასაწყისი: ოქტომბერი, 2024
სპეციალობები: სპეციალიზაციის მოდულები ტარდება გრენობლისა და პარიზის კამპუსებში
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის მენეჯმენტის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მმართველთათვის გაიცემა კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.
საერთაშორისო რეიტინგები:
- 10th in France / by FT 2023
- 36th Business School in Europe by FT 2023
- 47 th Executive MBA globally by FT 2023
- 26th Business School in Europe/ by FT 2022
- 17th Business School in Europe / by FT 2016
- 67th Executive MBA globally / by FT 2022
საფრანგეთი:
- Grenoble Ecole De Management - ranked 6th best Business School in France by:
- Le Point February 2015
- Le Parisien May 2015
- Le Figaro Etudiant November 2014
პროგრამის ძლიერი მხარეები
MBA პროგრამა გთავაზობთ 500 საათის მოცულობის პროგრამას მენეჯმენტში სამმაგი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში.
თეორიული და პრაქტიკული სწავლება მენეჯმენტში, რომელიც ორიენტირებულია გამოცდილ პროფესიონალებზე.
მაღალკვალიფიცური ლექტორები
პროგრამის ლექციების 70%-ს ატარებენ გრენობლის ბიზნესის სკოლის პროფესორები, ხოლო 30%-ს - კავკასიის ბიზნესის სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები, საერთაშორისო გამოცდილებით.
GEM-ის აქვს საერთაშორისო აღიარების სამმაგი აკრედიტაცია: AMBA, AACSB და EQUIS.
შემცირებული ხარჯები
პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურა
მოდულები მიმდინარეობას წელიწადნახევრის განმავლობაში. საკლასო შეხვედრები მიმდინარეობს ყოველთვიურად 3 ან 5 დღიანი მოდულების სახით, დღეში 6 საათი. მოდულების წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი იწყებს საბოლოო ნაშრომზე მუშაობას.
ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებლებს უკავიათ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიცები შემდეგ ორგანიზაციებში:
- თიბისი ბანკი
- საქართველოს ბანკი
- ვითიბი ბანკი
- კრედო ბანკი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
- ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი
- ბრითიშ ამერიქან ტობაკო
- JTI კავკასია
- ეისითი გლობალი
- თეგეტა მოტორსი
- გლაქსოსმიტკლაინი
- ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
- დიპლომატ ჯორჯია
- მაგთი
- საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია
- საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
- საქართველოს რკინიგზა
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- საქკაბელი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- ალტაოქეი