კავკასიის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს, 2025-2026 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
CU დაფინანსება
მაგისტრატურაში, შერჩეულ ნებისმიერ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს
თუ ამ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ CU გრანტი.
სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით ბმულზე.