რატომ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა – რა მოიაზრება მასში?
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან, რომელთაგან თითოეულის მოცულობა შეადგენს 60 ECTS კრედიტს, ჯამურად 120 ECTS კრედიტს. სტუდენტის წლიური სასწავლო დატვირთვა, როგორც წესი, შეადგენს 60 ECTS კრედიტს და არ უნდა აღემატებოდეს 75 ECTS კრედიტს. სამაგისტრო პროგრამის თითოეული ნაწილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს.
საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა – მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია მცირე დროში დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.
სამართლის სკოლის სამაგისტრო პრაგრამის სტუდენტები სამაგისტრო პროგრამის ზოგადსაუნივერსიტეტო და ინგლისურენვანი კომპონენტიდან გაივლიან ინგლისურენოვან საგნებს, რაც მათ სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.
კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა სამართლის კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში.
სამართლის მაგისტრს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში ისეთ პოზიციებზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო ან სასერტიფიკაციო მოთხოვნები.
სამართლის მაგისტრს შეუძლია განახორციელოს კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ანალიზზე, სამართლებრივ კონსულტირებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული პროფესიული საქმიანობა, აგრეთვე დამოუკიდებელი აკადემიური და კვლევითი საქმიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
პროგრამის მეორე 60-კრედიტიანი ნაწილის დასრულებისა და „კვლევის მაგისტრი სამართალში“ კვალიფიკაციის მიღების შემდეგ კურსდამთავრებულს, გარდა ზემოაღნიშნული პროფესიული საქმიანობისა, შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებელი აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, დასაქმდეს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, კვლევით და ანალიტიკურ ცენტრებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამართლებრივი პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების მიმართულებით მომუშავე ინსტიტუციებში.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7990 ლარი.
კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.
