აღნიშნული პროგრამა ამოქმედდება 2026 წლის სექტემბრიდან.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს.
მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის მაგისტრი.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტიან სწავლებას და პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა – მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია მცირე დროში დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სამაგისტრო პროგრამის ზოგადსაუნივერსიტეტო და ინგლისურენვანი კომპონენტიდან გაივლიან ინგლისურენოვან საგნებს, რაც მათ სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.
კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა სამართლის კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში.
სამართლის მაგისტრს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს საჯარო, კერძო და საერთაშორისო სექტორში ისეთ პოზიციებზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო ან სასერტიფიკაციო მოთხოვნები.
სამართლის მაგისტრს შეუძლია განახორციელოს კომპლექსური სამართლებრივი საკითხების ანალიზზე, სამართლებრივ კონსულტირებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული პროფესიული საქმიანობა.
სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7990 ლარი.
