იურიდიული კლინიკა

კლინიკური სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისთვის პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის შექმნა. ამ მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ფუნქციონირებს კლინიკა პარტნიორ ორგანიზაციებთან და იურიდიული კლინიკა - ბინადრობასთან დაკავშირებით.

 

საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, კლინიკა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ხორციელდება სასამართლო ორგანოებში, იურიდიულ (საადვოკატო) ბიუროებში, საჯარო დაწესებულებებსა და სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში. კლინიკური სწავლება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ სამართლებრივი აზროვნების, სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები და ეტაპობრივად ჩამოაყალიბონ მაღალი კვალიფიკაციის იურისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული კომპეტენციები.

 

იურიდიული კლინიკა - ბინადრობის თემატიკაზე, მიზანია ყველა დაინტერესებულ პირთან სამართლებრივი ინფორმაციისა და შესაბამისი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

იურიდიული კლინიკის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სამართლებრივი კონსულტაცია და ინფორმაცია საქართველოში ცხოვრების პერიოდში მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. იურიდიული კლინიკის საქმიანობა ორიენტირებულია სამართლებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე სათანადო მიმართულების მიცემაზე.

 

იურიდიული კლინიკის საქმიანობას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. იურიდიული კლინიკის საქმიანობაში სამართლის სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარების განვითარებას, პროფესიული კომუნიკაციისა და სამართლებრივი კონსულტირების პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

 

იურიდიული კლინიკის განვითარება წარმოადგენს ეტაპობრივ პროცესს. სამომავლოდ კლინიკაში დაგეგმილია დამატებითი მიმართულებების განვითარება და ახალი სერვისების ეტაპობრივი დანერგვა, რაც კიდევ უფრო გააფართოებს კლინიკის საქმიანობის სფეროს და გაზრდის სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების  შესაძლებლობებს.

 

იურიდიული კლინიკის განვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კავკასიის სამართლის სკოლის მიზანს, შექმნას აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული სამართლებრივი გამოცდილების ურთიერთდაკავშირებული გერემო.

 

 

 

 

 

კონსულტაციის საათები:

სამშაბათი 19:00-22:00

 

ხუთშაბათი 19:00-22:00

 

შაბათი 10:00-13:00

 

კონსულტაციების სიხშირე:

 

ყოველკვირეულად

 

კონსულტაციის ჩატარების ადგილი:

 

იმიტირებული სასამართლო დარბაზი (C23)

 

      

კლინიკური სწავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კლინიკის ხელმძღვანალს ხათუნა გოგორიშვილს khatunagogorishvili@cu.edu.ge