სწავლის საფასური 2026-2027 აკადემიური წლისთვის
CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები
1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები
- CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
- პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი.
- სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.
2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები
მეორე აკადემიურ წელს CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა სწავლების პირველი წელი უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში და ჰქონდეს GPA 3.8 ან მეტი.
| პროგრამა | წლიური საფასური | წლიური საფასური - CU გრანტით |
| MBA | 12990 ლარი | 6495 ლარი |
| მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა | 8990 ლარი | 4495 ლარი |
| ჯანდაცვის მენეჯმენტი | 7990 ლარი | 3995 ლარი |
| სამართალი | 8990 ლარი | 4495 ლარი |
| სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი) | 8990 ლარი | 4495 ლარი |
| ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი | 7990 ლარი | 3995 ლარი |
|
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი ინგლისურენოვანი |
7990 ლარი | 3995 ლარი |
|
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი |
6990 ლარი | 3495 ლარი |
| დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები | 7990 ლარი | 3995 ლარი |
| სტრატეგიული საჯარო მმართველობა | 7990 ლარი | 3995 ლარი |
| კლინიკური ფსიქოლოგია | 5990 ლარი | 2995 ლარი |
| კლინიკური არტთერაპია | 5990 ლარი | 2995 ლარი |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 5990 ლარი | 2995 ლარი |
| ეკონომიკა | 7990 ლარი | 3995 ლარი |
| ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები EIGER (TEMPUS) | 2250 ლარი | არ ვრცელდება |
| განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი | 6990 ლარი | 3495 ლარი |
| განათლების პოლიტიკა | 6990 ლარი | 3495 ლარი |
*ცხრილში მოცემულია სამაგისტრო პროგრამების წლიური გადასახადი
ორმაგი ხარისხის-ერთობლივი პროგრამები
|
პროგრამა |
სრული პროგრამის საფასური |
| ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამა ვილდაუს უნივერსიტეტთან ერთად - გერმანია | 17 500 ლარი |
| GRENOBLE MBA | 25 900 ლარი |
**დაფინანსება არ ვრცელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.
