სპეციალობის დასახელება– სამართალმცოდნეობა
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს. საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. სწავლების მაქსიმალური ვადაა 6 წელი.
სწავლების მეოთხე წელს გაძლევს საშუალებას აირჩიო საგნები შენთვის სასურველი მიმართულებიდან: კერძო/ბიზნეს სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი და საერთაშორისო სამართალი.
ერთადერთი იურდიული ფაკულტეტია სადაც საერთაშორისო სამართლის საგნები იკითხება ინგლისურ ენაზე.
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურ ენოვანი კომპონენტით.
კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.
ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგების მიხედვით, რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) სარგებლობს ფინანსური შეღავათით. (შესაბამისად სწავლების საფასურის 100%, 50% და 30 % დაფინანსებით). იმ შემთხვევაში თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო კონფერენციაში.
სწავლების საფასური თბილისში: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 6990 ლარი.