სიახლეები

22
სექ
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა

22 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

23
ივლ
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

4, 5 და 6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის  სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

20
ივლ
პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით სტუდენტების სასწავლო ვიზიტი ლაიდენის უნივერსიტეტში

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით და ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები - ლიზი ქაშაკაშვილი და გურანდა ღვედაშვილი 29 ივნისი - 4 ივლისის კვირაში სასწავლო ვიზიტით ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტში (Leiden University) იმყოფებოდნენ.

17
ივლ
კავკასიის სამართლის სკოლისა და European Scientific Journal (ESJ)-ის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის სპეციალური გამოცემა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისა და სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების აქტიური ჩართულობით განხორციელდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საემცნიერო პროექტი.

08
ივლ
ხათუნა ბურკაძემ ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში ხელოვნურ ინტელექტზე ლექცია წაიკითხა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ  ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ლექცია წაიკითხა.

02
ივლ
CSL-ის პროფესორის, ირაკლი შამათავას სტატია საერთაშორისო ჟურნალ „სამართალი და მსოფლიო“/Law and World-ში გამოქვეყნდა

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორისა და სამართლის დოქტორის, ირაკლი შამათავას სტატია „ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის როლი პრევენციულ მართლმსაჯულებასა და ეფექტიან აღსრულებაში“ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“/Law and World გამოქვეყნდა. 

25
ივნ
ხათუნა ბურკაძემ თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ  თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

22
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის (CREAN) წევრი გახდა

კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და ძალისხმევით კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის - Children's Rights European Academic Network – CREAN  სრულუფლებიანი წევრი.

 

22
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესი წარმატებით დასრულდა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, წარმატებით განხორციელდა პროექტი – „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი თამარ ავალიანი.

18
ივნ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების პირველი სახელმძღვანელოს (მეორე გამოცემა) პრეზენტაცია.