იურიდიული კლინიკა

კლინიკური სწავლების მისიას წარმოადგენს სტუდენტებისათვის პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. სწავლის პროცესში სტუდენტებს ეძლევათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობა. 

 

საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად სტუდენტის კლინიკური სწავლება  ხორციელდება სასამართლო ორგანოებში, იურიდიულ (საადვოკატო) ბიუროებში, საჯარო დაწესებულებებში, აგრეთვე სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში და მიზნად ისახავს სტუდენტებში სამართლებრივი აზროვნების, სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პროფესიული მეტყველების უნარის განვითარებასა და საბოლოოდ მაღალი კვალიფიკაციის იურისტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.   

 

სკოლის პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: 

  • თბილისის საქალაქო სასამართლო
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)
  • აღსრულების ეროვნული ბიურო
  • ერისთავის საადვოკატო ბიურო
  • „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“
  • იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი

 

კლინიკური სწავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ არჩილ ბორჯაძეს -  aborjadze@cu.edu.ge