კონფერენცია - „მშვიდობის მშენებლობა მომავლისთვის"

6 აპრილი 2019

5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის სტუდენტის, დავით ესათიას ინიციატივით კონფერენცია - „მშვიდობის მშენებლობა მომავლისთვის" გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი."

 

კონფერენციის მთავარი მიზანს წარმოადგენდა უშუალო საუბარი ახალგაზრდებთან მიმდინარე კონფლიქტებზე, გამოწვევებზე, სტრატეგიასა და სამომავლო ინიციატივებზე.

 

მომწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ:

 

  • საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში -  ლიკა ტორიკაშვილი;
  • აქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2017-2018 წწ. - გიორგი ტუმასიანი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2012-2016 წწ. - პაატა ზაქარეიშვილი

 

კონფერენციზე ასევე იმყოფებოდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც საშუალო სკოლა აფხაზეთში დაამთავრეს და დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.