5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში ეკონომიკის სკოლის სტუდენტის, დავით ესათიას ინიციატივით კონფერენცია - „მშვიდობის მშენებლობა მომავლისთვის" გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი."
კონფერენციის მთავარი მიზანს წარმოადგენდა უშუალო საუბარი ახალგაზრდებთან მიმდინარე კონფლიქტებზე, გამოწვევებზე, სტრატეგიასა და სამომავლო ინიციატივებზე.
მომწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ:
- საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში - ლიკა ტორიკაშვილი;
- აქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2017-2018 წწ. - გიორგი ტუმასიანი;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2012-2016 წწ. - პაატა ზაქარეიშვილი
კონფერენციზე ასევე იმყოფებოდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც საშუალო სკოლა აფხაზეთში დაამთავრეს და დღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.