ფიზიკოს გია დვალის ონლაინ ლექცია

16 აპრილი 2020

16 აპრილს, "სოციოლოგის კლუბის" მოწვევით, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციოლოგიის პროგრამის სტუდენტებს ონლაინ ლექცია წაუკითხა ცნობილმა ფიზიკოსმა, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა გია დვალმა.

 

ლექცია კვანტურ ინტელექტს და ცივილიზაციის მომავალს შეეხებოდა. შეხვედრას მოდერირებას უწევდა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თეკლა ჯამრულიძე.

 

ონლაინ ლექციის  დასასრულს გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.