მედიის სკოლა

კავკასიის მედიის სკოლა გთავზობთ დასავლური სტანდარტით შედგენილ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. მედიითა და კომუნიკაციების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ჩვენთან აუცილებლად იპოვიან საკუთარ სივრცეს, სადაც მათი ფუნდამენტური უმაღლესი განათლებისთვის გამორჩეული პროფესურა იზრუნებს, პროფესიონალებად კი სფეროს ყველაზე წარმატებული პრაქტიკოსები აქცევენ.


კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები:

• ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
• პიარი (PR - საზოგადოებასთან ურთიერთობა)


კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამები:

• ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
• სტრატეგიული კომუნიკაცია

კავკასიის მედიის სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2007 წელს მიიღო. დღეს კი ჩვენ უკვე გვაქვს დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები და პარტნიორთა დიდი წრე, რომელიც CSM-ის სტუდენტებს სტაჟირებაშიც ექსკლუზიურად უწყობს ხელს და დასაქმებაშიც.

კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის მუშაობს IREX-ის განათლების მულტიმედია ცენტრი, სადაც მომავალ მედიაპროფესიონალებს საუკეთესო ტექნიკური და ტექნოლოგიური გარემო აქვთ შექმნილი პრაქტიკული სალექციო კურსებისთვის.

კავკასიის მედიის სკოლა გაგიჩენთ სასარგებლო კონტაქტებს, მოგცემთ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას, გაქცევთ დასავლური სტანდარტის უმაღლესი განათლების მქონე პრაქტიკოსად და ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში.