გამოფენა ”ქალაქი ყინულში”

12 იანვარი 2012
საკუთარი ფოტოები მონაწილეებმა ყინულში ჩადეს და ღია ცის ქვეშ ცნობილ მხატვრებთან და ფოტომოყვარულებთან ერთად გამოფინეს.
კავკასიის მედიის სკოლისთვის ეს მეორე კურსის ფინალური გამოცდა იყო. გამოფენაზე CSM-ის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გურამ წიბახაშვილის კლასის საგამოცდო პროექტს უკვე ტრადიციულად "ქალაქი" ჰქვია.

გამოფენაზე ასევე გამოცხადდა ფოტოკონკურსი „პროფესია" იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ მედიის სკოლის სტუდენტები გახდნენ. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით.
იხილეთ ფოტოები
გაზეთ "პრაიმ ტაიმის" სტატია
გაზეთ "ქრონიკის" სტატია