კავკასიის სამართლის სკოლა სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) წევრი გახდა

29 მაისი 2008
გაიმართა, რომლის ეგიდით მიღებული იქნა გადაწყვეტილება კავკასიის სამართლის სკოლის სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე.
სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაცია (IALS) მოწოდებულია განსხვავებული კულტურისა და საზოგადოების შესწავლის გზით, იურიდიული განათლებისა და კვლევის პერმანენტული გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, შესაბამისი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, ასოციაცია ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:
  • კურსდამთავრებულთა უკეთ მომზადება ტრანსნაციონალური პრაქტიკისათვის, სტუდენტებისა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის გზით;
  • სამართლის სკოლების, მათი სასწავლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პროცესში ინფორმაციული ბანკის როლის შესრულება;
  • სწავლების მეთოდების ინტერდისციპლინური შესწავლისათვის ხელშეწყობა;
  • შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, სამართლებრივი სწავლების საზოგადოების ცვალებადი მოთხოვნებისადმი მორგების მიზნით, გზამკვლევების შემუშავების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო, ტრანსეროვნული და შედარებითი სასწავლო გეგმებისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის შეთავაზებით;
  • გლობალური იურიდიული განათლების შესახებ სამეცნიერო ჟურნალის, საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა საჭირო მასალის გამოცემა;
  • იურიდიული განათლების ზოგადი პრობლემების თემაზე საერთაშორისო შეხვედრების ჩატარება;
  • ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილ სამართლის სკოლებისათვის სწავლებისა და სასწავლო რესურსების გაუმჯობესებაში დახმარების აღმოჩენა;
  • გრანტების მოპოვება ასოციაციის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის განხორციელებისათვის.

კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, ზაზა მარუაშვილმა და მაგისტარტურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთი მესხიშვილმა მიიღეს მონაწილეობა გენერალური ასამბლეის სხდომაში.