CU დაფინანსება

სწავლა უფასოდ 

 

ტოპ 501

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას პირველ პრიორიტეტად აირჩევს და ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესოს შორის მოხვდება, სრული პროგრამის განმავლობაში ისწავლის უფასოდ!

 

სწავლა თანადაფინანსებით

 

CU გრანტი

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს და მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში.

 

დაფინანსების სხვა საშუალებები

 

კურსის რეიტინგული სამეული

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა ფაკულტეტის/სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

სასწავლო ვაუჩერები

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.