10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობა, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.
უნივერსიტეტში მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ თემატურ საინფორმაციო მასალებს:
12:00 საათზე, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში "ლიბრარეა" გაიმართება შეხვედრა ფსიქოლოგთან, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ რუსუდან ზაალიშვილთან, რომელიც ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. შეხვედრა წარიმართება არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
15:00 საათზე, A8 აუდიტორიაში, ფილმის ჩვენება გაიმართება, დასასრულს კი, დისკუსია, რომლის მოდერატორიც, ფსიქოლოგი რუსუდან ზაალიშვილი იქნება.
2021 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეთმობა, მსოფლიოში არსებული უთანასწორობის პირობებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას. მისი სლოგანია: „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ყველასთვის: მოდით, ეს რეალობად ვაქციოთ“.