ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის Jean Monnet პროექტის შესაბამისად "ევროკავშირის სამართლებრივი სახე"/LFEU, კავკასიის უნივერსიტეტში იწყება სამართლის ტრენინგების ციკლი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
ტრენინგ-მოდულები დაფინანსებულია და შესაბამისად დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის სრულიად უფასოა. ტრენინგის დასრულებისას, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
17 მაისი - "ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის შრომის დირექტივები და საქართველოს შრომის კოდექსი" - ტრენერი ეკატერინე ქარდავა.
18 მაისი - "პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და საქართველოში" - ტრენერი თამარ ქალდანი.
19 მაისი - "ევროკავშირსა და საქართველოში კარტელებისა და სახელმწიფო დახმარების რეგულირება" - ტრენერი სოლომონ მენაბდიშვილი.
20 მაისი - "ევროკავშირის სამართალი და ასოცირების შეთანხმება" - ტრენერი ეკატერინე ქარდავა.
24 მაისი - "საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირსა და საქართველოში" - ტრენერი ლევან მოსახლიშვილი.
თითოეული ტრენინგის შესავალი დაეთმობა ევროკავშირის დახასიათებას - ტრენერი გურანდა ჭელიძე.
ტრენინგ-მოდულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ტრენინგი გამიზნულია ფართო სამიზნე აუდიტორიისათვის, კერძოდ, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალის, ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგში ჩართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგები ჩატარდება 10:00-დან 18:00 საათამდე.
ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი მოდული.