Lithuanian Scholarships – 2023/2024

29 აპრილი 2023

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდი აცხადებს აპლიკაციების მიღებას შემდეგ სასტიპემდიო პროგრამებზე:

 

  1. კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • საპატიო დეკლარაცია;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მიღების ან წინასწარი მიღების წერილი შერჩეული უნივერსიტეტიდან (შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და მათი საკონტაქტო დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს).

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

ანაზღაურება: 490 ევრო.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: master.scholarships@smpf.lt

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 22 მაისი, 2023.

 

აპლიკანტს არ უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სამაგისტრო პროგრამაზე.

 

  1. კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრი) სასწავლო პროგრამებზე.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.

რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტმა უნდა შეავსოს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  • მოწვევის წერილი შერჩეული უნივერსიტეტიდან (შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და მათი საკონტაქტო დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს)
  • პირობითი შეთანხმება სამივე მხარის მიერ ხელმოწერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

თვიური ფინანსური ანაზღაურება:

 

  • ბაკალავრიატი/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: 490€
  • დოქტორანტურის სტუდენტებისთვის: 980€

 

განთავსებისა და ფრენის ხარჯებს აპლიკანტი ფარავს თავად.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 მაისი, 2023.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: state.scholarships@smpf.lt

 

  1. კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრი) ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულების ლექტორებსა და მკვლევარებს.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

 

 

სასურველი უნივერსიტეტების მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 მაისი, 2023

ფინანსური ანაზღაურება: 735 ევრო

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: state.scholarships@smpf.lt

საჭირო დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებებს!