HISTOLAB Fellowship Program 2023-2024

29 აპრილი 2023

გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი HISTOLAB Fellowship Programme 2023-2024, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა ისტორიის სწავლებაში.

 

პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭო გასცემს 4  გრანტს კვლევისა და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის.  კვლევითი ნაშრომი გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებსა და ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.

 

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სტიპენდია მოიცავს:

 

  • პირდაპირი ფინანსური გრანტი მაქსიმუმ 7.000,00 ევროს ოდენობით (70% ანაზღაურდება გრანტის დამტკიცების შემდეგ, სტატიის წარდგენის შემდეგ - 30%);
  • არჩევითი კვლევითი ვიზიტი ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში (უფასოდ, მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯები უნდა განხორციელდეს ფინანსური გრანტით)
  • უფასო მონაწილეობა HISTOLAB-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ევროპის ინოვაციების დღეები ისტორიის განათლებაში 2024“ სტრასბურგში

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14.05.2023 23:59 (სტრასბურგის დროით)

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებგვერდს

 

გისურვებთ წარმატებას!