|
RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations
კავკასიის უნივერსიტეტმა Erasmus + ახალი ინსტიტუციური განვითარების პროექტის - RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations განხორციელება დაიწყო
პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით:
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას;
- მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
პროექტში კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია, მათ შორის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.