კონკურსის სახელწოდება:
მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა:
MR
კონკურსის მიზანი:
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადი ტიპი:
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები
- კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა
- გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი
- პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს
- მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს
- დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- 2018 წლის 24 ოქტომბერი, 26 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი – ჯგუფური კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული)
- 2018 წლის 5 ნოემბერი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა
- 2018 წლის 7 ნოემბერი 16:00 საათი– პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია
- 2018 წლის 9 ნოემბერი 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
- 2018 წლის ნოემბერი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
- 2018 წლის ნოემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ
- 2018 წლის დეკემბერი- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ
- 2018 წლის დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა
- 2018 წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება
- 2018 წლის დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ
- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ოქტომბრის №151 ბრძანება
- სამეცნიერო კლასიფიკატორი
- შეფასების კრიტერიუმები
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2
- პროექტის აბსტრაქტი - დანართი 3
- საპროექტო წინადადება - დანართი 4
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6
- სამეცნიერო გუნდის ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 7
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - დანართი 8 (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mr@rustaveli.org.ge 5 ნოემბრის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ლანა დავითულიანი
საკონტაქტო ინფორმაცია: mr@rustaveli.org.
ტელეფონი: 0322 200 220 (4302)
თამთა ტურაშვილი
ტელეფონი: 0322 200 230 (4301)
გისურვებთ წარმატებას!