2018 წლის 18 ივნისს, Cellegium Civitas–ის (პოლონეთი) ვიცე რექტორი აკადემიურ საკითხებში, დოქტორი როლანდ ზარციცკი ჟან მონეს პროფესორის, დოქტორ სერგი კაპანაძის მოწვევით, ევროკავშირის ინსტიტუციებისა და პოლიტიკის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
დოქტორ ზარციცკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე: ”ევროკავშირის ინვესტიციის სტრატეგია გლობალურ ბაზრებზე: CETA და TTIP ხელშეკრულებები”. ლექციას მოჰყვა აქტიური დისკუსია სტუდენტებსა და ორ პროფესორს შორის.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა და ჟან მონეს კათედრა გააგრძელებს შეხვედრების გამართვას ევროკავშირის ექსპერტებთან.