ENRICHER Hubs-ის პროექტის პარტნიორები გენუაში სტრატეგიული შუალედური შეხვედრისთვის შეიკრიბნენ

18 ივნისი 2025

ივნისის პირველ კვირას, გენუის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (Università degli Studi di Genova – UniGe) ENRICHER Hubs-ის პროექტის მენეჯმენტის ორდღიან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუა.

 

ჰელსინკის ვიზიტის შემდეგ ეს იყო მეორე პირისპირ შეხვედრა, რომელმაც ევროპაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პარტნიორებს საშუალება მისცა, შეხვედროდნენ ერთმანეთს სტრატეგიული განხილვების, დაგეგმვისა და კულტურული გაცვლისთვის.

 

შეხვედრის მთავარი თემები იყო  ხარისხისა და გავრცელების შუალედური ანგარიშების მიმოხილვა, პარტნიორების ძალისხმევის კოორდინირება მოახლოებული ანგარიშგების წინ და მწვანე ტურიზმის ჰაბების დაგეგმარების დასრულება. შეხვედრის ატმოსფერო პროდუქტიული და მომავალზე ორიენტირებული იყო, რაც პროექტის მზარდ დინამიკას და მტკიცე თანამშრომლობას ნათლად ასახავდა.

 

შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო კულტურული ვიზიტები, რომელთა მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივ მდგრადი ტურიზმის პრაქტიკას. აქტივობამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა პროექტის ძირითადი თემები რეალურ კონტექსტში ენახათ.

 

განსაკუთრებული მადლობა UniGe-ს გულთბილი მასპინძლობისთვის და ყველა პარტნიორს აქტიური ჩართულობისთვის. ENRICHER Hubs-ის თანამშრომლობა განაგრძობს წინსვლას განახლებული ენთუზიაზმითა და ახალი, საინტერესო ცვლილებების მოლოდინით.