პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში ბოლო ტრენინგი ჩატარდა

4 ნოემბერი 2022

3 და 4 ნოემბერს, პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში, მეორე მიღების მონაწილეებისთვის ბოლო ტრენინგები ჩატარდა, რომელსაც  პროექტის პირველ ნაკადში შერჩეული საუკეთესო შეფ-მზარეულები უძღვებოდნენ.

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია საკონდიტრო სკოლა „თამთინი“.

 

ტრენინგები ორი მიმართულებით ჩატარდა - გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა, კრეატიულობა და სერვირება. რიგით მეორე ტრენინგი დაეთმო კრეატიულობასა და სერვირებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ კრეატიულობის იმ მთავარ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება რესტორნებსა და ზოგადად კვების ბიზნესში კერძების ვიზუალური მხარის გაუმჯობესებისთვის.

 

აღნიშნული მიმართულებით ტრენინგებს ატარებდნენ შეფები: ანა იშხანოვა და ალექსანდრე ბაინდურაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.