CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" ფარგლებში, იწყება ტრენინგების სერიის პირველი კურსი "AI for Learning and Research", რომელსაც ჩეხი ექსპერტი ჯან ბესედა წარუძღვება. კურსი განკუთვნილია დოქტორანტებისა და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის.
CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალ
ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 30 მონაწილე. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და მათ ხელმძღვანელებს.
აღნიშნულ კურსზე შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეს მოეთხოვება ტრენინგის სილაბუსით გათვალისწინებული ყველა შეხვედრაზე დასწრება და ყველა დავალების შესრულება სერტიფიკატის მისაღებად.
კურსი იწყება 17 მარტს, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 მარტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე .
პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით, ხოლო პარტნიორები არიან კავკასიის უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მიმაგრებული დოკუმენტით გიზიარებთ კურსის აღწერას და შესაბამის მოთხოვნებს.
პროექტის ფარგლებში დანარჩენ კურსებზე ინფორმაცია ეტაპობრივად მოგეწოდებათ.
გისურვებთ წარმატებას!